გურამ (ხიტა) ქუთათელაძე დაიბადა ქართველი მხატვრის და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორის (1959–1972) აპოლონ ქუთათელაძის (აპოლონ ქუთათელაძე) ოჯახში. 1940 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა განაგრძო მოსკოვის ვ. სურიკოვის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტში ფერწერის ფაკულტეტზე. 1942–1946 წლებში სწავლას აგრძელებს თბილისის სამხატვრო აკადემიაში, პედაგოგი დავით…
რიტა ხაჩატურიანი ცხოვრობს და მუშაობს თბილისში, საქართველო. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დაზგური გრაფიკის განხრით. რიტას ნამუშევრები ადვილად საცნობია მხატვრისთვის დამახასიათებელი უკომპრომისობით, სიმკაცრითაც კი, რაც საგრძნობი იყო მის ადრეულ სერიებში: შიში, მორფოლოგია, ბატონები. მისი ტილოები გვაოცებს ძალით, მასშტაბით, ფანტასტიკური წარმოსახვით… რიტას მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ…
ფერმწერი, გრაფიკოსი თენგიზ მირზაშვილი დაიბადა 1934 წლის სვანეთში. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის თეატრალურ-დეკორაციული ფერწერის ფაკულტეტი (1958). ავტორია პატარა ზომის პეიზაჟებისა და ჟანრული სურათების, რომლებშიც ძირითადად ასახულია ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული კავშირი, აგრეთვე თბილისური ყოფა–ცხოვრება. მრავალი წელი მოანდომა ნიკო ფიროსმანის შემოქმედების კვლევას, შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა…
ლევან მარგიანი – ფერმწერი, მინიატიურისტი. მან 1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის რესტავრაციის ფაკულტეტი. 1994 წლიდან დღემდე გამართული აქვს ოცამდე პერსონალური გამოფენა, მათ შორის, პარიზის „Cour des Saits-Perez-16“-ის საგამოფენო სივრცეში, EXPO 2000-ის გენერალური კომისრის საპატიო სტუმართა დარბაზსა (ჰანოვერი, გერმანია) და 2001 წელს მერაბ აბრამიშვილთან ერთად ნიქოზიაში, ჰილტონის…
კახაბერ ტატიშვილმა (დ.1964) 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მისი ფერწერა, სახვითი თუ აბსტრაგირაბული კომპოზიციები, პეიზაჟები თუ ნატურმორტები დახვეწილი ფერადოვნებით, ლაკონიური ფორმებითა და მაჟორული განწყობით გამოირჩევა. „თემატურად და შესრულების მხრივაცვცდილობდი და ვცდილობ მრავალფეროვანი იყოს ჩემი შემოქმედება. იგი ძირითადად ასახავს ჩემს ხედვას და დამოკიდებულებას ამა თუ იმ საგნის,…
გელა პატიაშვილმა 1986 წელს სწავლა დაასრულა თბილისის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. ხატვა, რომლითაც ბავშვობიდან იყო გატაცებული, საბოლოოდ, მისი პროფესია გახდა. ტექნიკურმა განათლებამ, უპირველესად კი, მათემატიკამ, მხატვრის თქმით, მას სივრცის აღქმის უნარი განუვითარა და მეოთხე განზომილების არსებობაში დაარწმუნა. 1992 წელს თავისუფალი მსმენელის სტატუსით ხელოვნების ისტორიის ლექციებს ესწრებოდა პარიზის…
მაია ცეცხლაძემ 1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მუშაობს ფერწერის, გრაფიკისა და გამოყენებითი ხელოვნების დარგებში. „მხატვრობაში მსურს, გადმოვცე მისტიკურ-რომანტიკული სამყარო, რომელიც სულის წიაღიდან გაღწევას ცდილობს, ცდილობს, სამყარო სილამაზითა და ჰარმონიით შეავსოს… ნამუშევრებში ხშირად დომინირებს პორტრეტები და ანგელოზები, რომლებიც ერთმანეთთან სინთეზით, მისტიკურ-ჰარმონიულ განწყობას ქმნიან,“ –…
დავით გაგოშიძემ 1982 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, 1984 წელს კი – მოსკოვის გრაბარის სარესტავრაციო ცენტრი შუა საუკუნეების მხატვრობის კოპირების სპეციალობით, 1985-1990 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე, 1990-1991 წლებში – უჩა ჯაფარიძის სახელობის შემოქმედებითი სტუდიის ფერწერის სახელოსნოში. მუშაობს ფერწერის, გრაფიკისა და…
ალექსანდრე ბერდიშევი – გრაფიკოსი, ფერმწერი, დიზაინერი და ფოტოხელოვანი. მან 1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1990 წელს სტაჟირება გაიარა გლაზგოს უმაღლესი ხელოვნების (მაკინტოშის) სკოლაში (შოტლანდია). ალექსანდრე ბერდიშევმა შექმნა სრულიად ორიგინალური მხატვრული სამყარო, რომელშიც მოდერნისტული მიმდინარეობების უცნაური ნაზავია. მხატვრის ნამუშევრები ყოველთვის საცნობია… უჩვეულო, სიურრეალისტური გამოსახულებები ვიზუალურად…
გერმანელი მხატვარი ჰანს ჰაინერ ბური (დ.1965) 1986-1990 წლებში სწავლობდა დრეზდენის უმაღლეს სამხატვრო სასწავლებელში. 1990-1993 წლებში მან ამსტერდამში, გერიტ რიტველდის სამხატვრო აკადემიაში, გააგრძელა სწავლა. 1993-1996 წლებში კი გერმანიაში, ბერლინში დაბრუნდა. 1990 -იანი წლებიდან მონაწილეობდა გერმანიის სხვადასხვა გალერეაში მოწყობილ გამოფენებში, მათ შორის, ბერლინში (1992) როსტოკის გალერეა „G+S“-ში (1993), ასევე გალერეა „Bauerfeind“…
ირაკლი მაისურაძემ 1990 წელს დაამთავრა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. 1988 წლიდან აქტიურად მონაწილებდა ჯგუფურსა და სოლო გამოფენებში საქართველოში, რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში. აღსანიშნავია მისი კონცეპტუალისტური აქცია „ლოკალური კათარზისი“ (თბილისის თანამედროვე ხელოვნების გალერეა. 1993). მხატვარმა 2008 წელს დაიწყო ხატწერა. ირაკლი მაისურაძე 1997 წლიდან ამიერკავკასიის მხატვართა გილდიის…
დათო კრაწაშვილს პატარა გენიოსი შეარქვეს. წერდა, ხატავდა, მღეროდა. 17 წლისა გარდაიცვალა. დათოს ამ სტრიქონებში ჩანს, რომ იგი თავის ნაადრევ გარდაცვალებასაც წინასწარმეტყველებდა: „გასვენების დღეს იქნება წვიმა, წვიმის წვეთებიც დამიტირებენ, დამასვენებენ თბილისის მიღმა და, ალბათ, სამუდამოდ, დამივიწყებენ”. დათო კრაწაშვილმა დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული სამუსიკო…
