ქეთევან მატაბელმა 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. ის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების, კოლაჟებისა და ასამბლაჟების ავტორია. მხატვრისმიერ შექმნილი ფოლიანტები, სხვადასხვა მასალით დატვირთული კოლაჟები, წიგნის ილუსტრაციები ხელოვანის ნდივიდუალური ხელწერითაა აღბეჭდილი. ქეთევან მატაბელის ცნობილი ფერწერული სერია „ძველი თბილისი“ 1984 წელს შეიქმნა. მხატვრის…
მოქანდაკე, მხატვარი, კარიკატურისტი, ილუსტრატრი, მსახიობი, თეატრისა და კინოს რეჟისორი და მულტიპლიკატორი, თბილისური მოდერნიზმის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი და სტალინური პერიოდის ჰეროიკულ- პროპაგანდისტული ფილმების შემქმნელი, მიხეილ ჭიაურელი, გასაბჭოების შემდეგ, აქტიურად ჩაება ახალი სისტემის მიერ ინიცირებულ კინოინდუსტრიაში – თავდაპირველად, როგორცსაქართველოს სახ-კინ-მრეწვის რეჟისორი (1928) ხოლო მოგვიანებით – თბილისის კინოსტუდად…
ლია შველიძემ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1984 წელს დაამთავრა. 80-იანელ მხატვართა თაობის წარმომადგენელი ლია შველიძე იყო ხელოვანთა არაფორმალურ ჯგუფ „მარჯანიშვილის სახელოსნოს“ წევრი. ლია შველიძის თქმით, მისი მხატვრული ინდივიდუალობის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო 1987 წლიდან სწორედ კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სახელოსნოში მუშაობა. ის პირველი ქართველი…
ჯემალ კუხალაშვილმა 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და 1980‑იან წლებში დაიწყო შემოქმედებითი მოღვაწეობა. მისი შემოქმედება განსაკუთრებული პერსონალურობით გამოირჩევა. ხატავს ყოველდღიურობას მთელი თავისი მრავალფეროვნებითა და მრავალწახნაგოვნებით. მხატვრისეული სამყაროს აღქმა კი იმდენად ინტენსიური და მძაფრია, რომ თითქოს ვერ იტევს და ვერც ტილოზე ხატევს. ჯემალ კუხალაშვილის…
უშანგი ხუმარაშვილი 1967-1973 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თელავის დრამატულ თეატრში. 1970-იანი წლებიდან მონაწილეობს გამოფენებში. მისი პირველი პერსონალური გამოფენა 1994 წელს სურათების ეროვნულ გალერეაში შედგა. პერსონალური გამოფენების გარდა, იგი მონაწილეა მრავალი ჯგუფური გამოფენისა და საერთაშორისო ბიენალესი. მათ…
თემო ჯავახიშვილმა (ჯავახი) 1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტი. პარალელურად, 1974 წელს სწავლა დაასრულა კინოსტუდია „ქართულ ფილმთან“ არსებულ სამსახიობო სტუდიაში. 1995 წლამდე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო მარიონეტების თეატრში. თემო ჯავახი, როგორც მხატვარი 1976 წლიდან მონაწილეობდა საქართველოსა და უცხოეთში მოწყობილ არაერთ გამოფენაში. მათ შორისაა…
პოლონური წარმოშობის ფუტურისტი მხატვარი, თბილისური ავანგარდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, სიგიზმუნდ ვალიშევსკი 1897 წელს დაიბადა პეტერბურგში. 1908 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა. ვალიშევსკის ბავშვობისა და სიყრმის წლებმა თბილისში გაიარა. აქ ნიკოლაი სკლიფოსოვსკის ხატვისა და ფერწერის კურსები დაამთავრა; აქვე, თბილისში დაიწყო მისი დამოკიდებელი შემოქმედებითი გზაც. კირილ…
გია ეძგვერაძე 1989-1996 წლებში ცხოვრობს და მუშაობს მიუნხენში (გერმანია). 1996 წლიდან კი საცხოვრებლად გადადის დიუსელდორფში (გერმანია). გია ეძგვერაძის სამუშაო მედიუმი მრავალფეროვანია – ფერწერა, სკულპტურა, პერფორმანსი, ვიდეო, ფოტოგრაფია, ტექსტი. მისი ნამუშევრები ასახავს მხატვრის მჭიდრო კავშირს ხელოვნების ისტორიასთან, ფილოსოფიასთან, პოლიტიკასა და თეორიასთან. 1980-იანი წლებიდან, აბსტრაქციებთან ერთად, ის…
ნიკო ცეცხლაძე 1980-იან წლებში იყო ხელოვანთა არაფორმალური ჯგუფების – „X სართულისა“ და „მარჯანიშვილის სახელოსნოს“ წევრი. ამავე წლებიდან მონაწილეობს სხვადასხვა სახელოვნებო პროექტსა და გამოფენაში. ძალიან დიდი მუხტის მქონე 1990-იანი წლების დასაწყისში ნიკო ცეცხლაძემ და ოლეგ ტიმჩენკომ ღია, საჯარო სივრცეში – მიწისქვეშა გადასასვლელში აჩვენეს საქართველოში ერთ-ერთი პირველი…
კოკა რამიშვილი მუშაობს სხვადასხვა მედიაში – სახვითი ხელოვნება, ფოტოგრაფია, ქანდაკება, ინსტალაცია, ვიდეოარტი. მისი ნამუშევრები ეფუძნება პოეტურ-სტრუქტურულ პლატფორმასა და ინტერდისციპლინურ პრაქტიკას, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ესთეტიკურ ფილოსოფიას, არამედ ერთმანეთში გადაკვეთილ მეცნიერებას-კვანტურ ფიზიკას, მედიცინას, სოციალურ დისციპლინებს. ბოლო დროს უპირატესობას ანიჭებს ფოტოგრაფიასა და აკვარელს. მისი ფოტოები – სინათლის…
ოლეგ ტიმჩენკო ერთ-ერთი წევრია 1980-იანი წლების დასასრულისა და 1990-იანი წლების დასაწყისში მოქმედი ავანგარდული ჯგუფისა, რომელიც „X სართულის“ სახელითაა ცნობილი. ამ ჯგუფის წევრებმა პოსტ-მოდერნისტული ხელოვნების გააზრება და საკუთარ კონტექსტში მისი წარმოდგენა დაიწყეს ცვლილებებისკენ მიმართული „პერესტროიკის“ პერიოდში. მაშინ ქართველი აუდიტორია არ იცნობდა ფორმატებს – არტისტულ აქციას ან…
ილია ზაუტაშვილი მულტიმედიური არტისტი, მრავალი ლოკალური, საერთაშორისო გამოფენისა და სახელოვნებო ღონისძიების მონაწილე ნიუ-იორკიდან სეულამდე, შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინსტიტუციური ინიციატივების დამფუძნებელი, საკურატორო პროექტებისა და კრიტიკული ესეების ავტორი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მოწვეული პროფესორი. ადამიანური განზომილება, მეტაფიზიკური კვლევა და მუდმივი ტრანსფორმაცია ილია ზაუტაშვილის შემოქმედების სამი ძირითადი პერსპექტივაა.…
