Skip to content Skip to footer

ჩხაიძე ბექა

Beka Chkhaidze

ბექა ჩხაიძე-ქართველი მოქანდაკე, მხატვარი და გრაფიკოსი, თანამედროვე ქართული ქანდაკების ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი. დაიბადა 1998 წლის 16 აგვისტოს, თბილისში. 2016-2024 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების მიმართულებაზე, ლევან მუზაშვილის კურსზე.

ჩხაიძის შემოქმედება მოიცავს პორტრეტულ, ფიგურატიულ, აბსტრაქტულ და მონუმენტურ ქანდაკებას. მის ნამუშევრებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მეხსიერების, ისტორიული თემატიკისა და ადამიანის ფიგურის გააზრებას. ქანდაკებაში იგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მასალის თვისებებს, ფორმასა და სივრცეს შორის ურთიერთმიმართებას.

მის მნიშვნელოვან ნამუშევრებს შორისაა 2020 წელს შექმნილი ნიკოლოზ ხუდადოვის ბრინჯაოს ბიუსტი, რომელიც „სტუდენტური საჯარო ხელოვნების“ პროექტის ფარგლებში თბილისის ტუბერკულოზის ცენტრში განთავსდა, ამავე პერიოდში შექმნილი „მეომრის თავი“, რომელიც წალენჯიხის მუზეუმის მუდმივ კოლექციაშია დაცული. 2023 წელს, საფრანგეთში, ლევილის მამულში გამართული საერთაშორისო ლითონის ქანდაკების სიმპოზიუმის ფარგლებში, შექმნა მონუმენტური აბსტრაქტული ცხენის ტორსი. მოქანდაკემ იმავე წელს თბილისის მერიის კონკურსში გამარჯვების შედეგად შექმნა იუსტინე აბულაძის ბრინჯაოს ბიუსტი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის  პირველი კორპუსის პანთეონშია განთავსებული.

ჩხაიძე დაჯილდოებულია ოქროს მედლით საერთაშორისო გამოფენაზე „ურბანული ექსპრესია“. TASA-ს ქანდაკების კონკურსში მიღებული აქვს I ადგილი ნამუშევრით „რკინის ხანა“. ასევე მონაწილეობდა TASA-ს ქანდაკების ფესტივალსა და თაბაშირის სიმპოზიუმში.

2025 წელს მისმა პროექტმა „გურული მხედრები ამერიკაში“ გაიმარჯვა კონკურსში. ავთანდილ ჯორბენაძეების დაფინანსებით შექმნილი მონუმენტური ქანდაკება2025 წელს, გურიაში, სოფელ ჩიბათში, გაიხსნა.

2024 წლიდან ჩხაიძე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მოწვეული ლექტორია და პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე ეწევა.

მისი ნამუშევრებია:
„ნიკოლოზ ხუდადოვი“ თბილისი (ბრინჯაო, 2020);
„ლევილის ცხენის ტორსი ,,თავისუფლება” ლევილის მამული, საფრანგეთი (ფოლადი, 2023);
„იუსტინე აბულაძე“ თსუს პანთეონი, თბილისი (ბრინჯაო, 2023);
„გურული მხედრები“ სოფ. ჩიბათი, გურია (ბაზალტის ქვა, 2025);
„ჯვარცმა“ თბილისი (ქვა, მეტალი, 2025);
„დროს ტარება“ (ოფორტი, ქაღალდი, 2026);

ბექა ჩხაიძე
დაბადების თარიღი16 აგვისტო 1998Share

Leave a comment

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.