![](https://art.gov.ge/wp-content/uploads/2022/10/77.jpg)
ნინო ჯიშკარიანი (დ.1960) მუშაობს ფერწერის, დაზგური გრაფიკისა და გრაფიკული დიზაინის სფეროში, ქმნის ექსლიბრისებს. ავტორია სარეკლამო აფიშებისა კინომსახიობთა თეატრისათვის (1984-85), გაფორმებული აქვს ათობით წიგნი, თანამშრომლობს გამომცემლობებთან: „ნაკადული“, „მერანი“, „საბჭოთა საქართველო“. გარდა მხატვრობისა, აქტიურადაა ჩაბმული ქართული გრაფიკული ხელოვნების განვითარების პროცესების კვლევაში.მისი ავტორობით სამ ნაწილად იქნა განხორციელებული ორენოვანი, უხვად ილუსტრირებული მნიშვნელოვანი გამოცემები, რომლებიც მიეძღვნა ქართული წიგნის ხელოვნებას („ქართული წიგნის ხელოვნება“. წიგნი I. 2013; წიგნი II. 2015; წიგნი III. 2015). ამ გამოცემებში ასახულია XX საუკუნის წიგნის გაფორმების, კონსტრუირების, სატიტულო შრიფტებისა და ილუსტრირების შექმნისა და განვითარების ისტორია. გარდა ამ წიგნებისა, თანაავტორია მერაბ გეწაძესთან ერთად სპეციალურად 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის მომ-
ზადებული ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) წიგნისა: „Georgian TYPE for grapic designers. ქართული შრიფტი გრაფიკული დიზაინისათვის“ (ვარშავა), რომელიც განკუთვნილია გრაფიკოს დიზაინრებისათვის. გამოსცა ასევე წიგნი: „Georgian book art. ქართული წიგნის ხელოვნება. XX-XXI“ (ვარშავა). 1984 წლიდან დღემდე აქტიურად მონაწილეობს საქართველოსა და საზღვარგარეთ მოწყობილ გამოფენებში.
![](https://art.gov.ge/wp-content/uploads/2022/10/IMG_6367-1024x824.jpg)
![](https://art.gov.ge/wp-content/uploads/2022/10/IMG_6369-757x1024.jpg)