Skip to content Skip to footer

ჯიქია ჯუმბერ

ჯუმბერ ჯიქია – მოქანდაკე და პედაგოგი; სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტის კათედრის გამგე.  მან  თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების განყოფილება 1974 წელს დაამთავრა. მონაწილეობდა ქანდაკების საერთაშორისო კონკურსებში: “ტრადიცია და ძიება”, “ფანანო არტე”, “ზამთრის სალონი”. ჯუმბერ ჯიქიას შესრულებული აქვს საპარკო და მონუმენტური პლასტიკის პროექტები:  მისი გამოქანდაკებულია 1924 წლის აჯანყებულთა მემორიალი ზუგდიდში (1017), ვაცლავ ჰაველის ძეგლი ჰაველისავე სახელობის პარკში, რომელიც 2018 წელს, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა და ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა, მარტინ სტროპინიკმა გახსნეს; ასევე – ოლივერ და მარჯორი უორდროპების ძეგლი.

ამასთან ერთად, ჯუმბერ ჯიქიას,  ვალერი ჯიქიასთან ერთად, გამოქანდაკებული აქვს ათათურქის კოლოსი თურქეთის ქალაქ ართვინისთვის,  რომელიც 2017 წელს აღიმართა. საგულისხმოა, რომ ართვინის ქანდაკება თურქეთის თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელი პოლიტიკოსის ყველაზე მაღალი ძეგლია. ჩამოსხმულია ფოლადისა და სპილენძისგან. ათათურქის მონუმენტი ართვინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია, რომელსაც წლიურად 35 ათასამდე მნახველი ყავს.

ჯუმბერ ჯიქიას მიღებული აქვს ჯილდოები, მათ შორის “ფანანო არტეს” I ხარისხის პრემია (ქ. ფანანო, იტალია, 1985), ოქროს მედალი (ვარშავა, პოლონეთი, 1986), ოქროს მედალი (პარიზი, საფრანგეთი, 1994). 1990 წლიდან, ჯუმბერ ჯიქია მოქანდაკეთა შემოქმედებითი ცენტრის “კირბების”, პრეზიდენტია.

 

 

 

 

 

ჯუმბერ ჯიქია
დაბადების წელი1950Share

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.