მოქანდაკე, გრაფიკოსი, თბილისისა და მცხეთის საპატიო მოქალაქის წოდების მფლობელი, ღირსების ორდენის კავალერი (1999).
გია ჯაფარიძემ თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი 1968 წელს დაამთავრა; 1972 წელს კი ამავე ინსტიტუტის ასპირანტურაში დაასრულა სწავლა.
1970 წლიდან მონაწილეობს საქართველოსა და საზღვარგარეთ გამართულ სხვადასხვა გამოფენებში: ქართული დაზგური ქანდაკება (თბილისი, 1991); გალერეა “45” (ბაზელი, 1992); კრისტიან მერიანის ფონდი (ბაზელი, 1992); ემერიხი, ლევერ კუზენი (გერმანია, 1994); “საბერძნეთი თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში”(თბილისი, 1998) და სხვა. მიღებული აქვს “წლის საუკეთესო ნამუშევრის პრემია”. მისი ნამუშევრები დაცულია გერმანიის, შვეიცარიის, აშშ-ის, საბერძნეთის კერძო კოლექციებში, საქართველოს ეროვნულ გალერეაში. სკულპტურული კომპოზიცია „პაემანი“, რომელიც მოქანდაკემ თბილისში ბარათაშვილის ხიდის მოაჯირისთვის შექმნა ქალაქის ღირსშესანიშნაობად არის გადაქცეული.
ჯაფარიძის შექმნილია მიხეილ თუმანიშვილის ძეგლი მისივე სახელობის თეატრის წინ; ასევე, კომპოზიციები: „თბილისური გაზაფხული,“ „დედაშვილობა“ და ქართული არქეოლოგიური არტეფაქტებით შთაგონებული მცირე პლასტიკის ჟანრის უამრავი ნამუშევარი.