თემო ჯავახიშვილმა (ჯავახი) 1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტი. პარალელურად, 1974 წელს სწავლა დაასრულა კინოსტუდია „ქართულ ფილმთან“ არსებულ სამსახიობო სტუდიაში. 1995 წლამდე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო მარიონეტების თეატრში. თემო ჯავახი, როგორც მხატვარი 1976 წლიდან მონაწილეობდა საქართველოსა და უცხოეთში მოწყობილ არაერთ გამოფენაში. მათ შორისაა საფოსტო ხელოვნების გამოფენა იტალიაში (1994), გამოფენები პორტუგალიაში (1995), თურქეთში (1995), ზაარბრიუკენში (გერმანია. 1998), პერსონალურ გამოფენა „One man Exhibition“ (სან-დიეგო, ამერიკა. 1989), გამოფენები „აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ“ (თბილისი. 1999). თემო ჯავახის მრავალმხრივი მოღვაწეობიდან უნდა აღინიშნოს მისი მონაწილეობა ვიზუალური ხელოვნების ინტერნაციონალურ ფორუმებში („აპენდიქსი“, „კავკასიის ხელოვნება“, 2004). თემო ჯავახი არის მხატვართა ე.წ. 80-იანელთა თაობის წარმომადგენელი, თაობისა, რომელიც ავითარებდა ავანგარდულ, ექსპერიმენტულ ხელოვნებას. მისი სახელოვნებო პრაქტიკები მოიცავს ვიდეოარტს, ნახატ ობიექტს, პოეზიას, ფერწერასა და კონცეპტუალურ ინსტალაციას. ამ ხელოვანის მედიუმები მასალის ექსპერიმენტთან ერთად ყოველთვის კონცეპტუალურ შრეებს აერთიანებს და, ამდენად, წარმოგვიდგენს მას როგორც მოაზროვნეს, დამკვირვებელსა და გარემოს კრიტიკულად შემფასებელს.
სხვა ავტორები
თემურ თათანაშვილი დაიბადა კასპის რაიონში. 1975 წელს დაამთავრა თბილისის ი.ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი. მხატვარი 1979 წლიდან სისტემატურად მონაწილეობს საგაზაფხულო, საშემოდგომო, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში. თემურ თათანაშვილის ფერწერული ტილოები განზოგადებული ფერწერის ენით მეტყველებს. რელიგიური თუ ყოფითი ცხოვრების ამსახველ სცენებში გამომსახველობა ფერადოვანი ლაქებისა თუ სიმბოლურ გამოსახულებებად გარდაქმნილი…
1906 წლიდან სწავლობდა ფოთის გიმნაზიაში, 1916-1921 წლებში მოხალისედ წავიდა ჯარში, 1921 წ. საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავად, კურსანტებთან ერთად წითელი არმიის წინააღმდეგ იბრძოდა კოჯრისა და ტაბახმელის მიდამოებში. 1922-1926 წლებში სწავლობდა და დაასრულა ახლად დაარსებული თბილისისი სამხატვრო აკადემიის ფერწერის განყოფილება, პროფესორების ევგენი ლანსერეს, იოსებ შარლემანის და გიგო გაბაშვილის…
რობერტ კონდახსაზოვი დაიბადა თბილისში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე, სადაც ფერწერას ეუფლებოდა ვ. შუხაევისა და ს. ქობულაძის ხელმძღვანელობით. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ, 1969 წლიდან, მუშაობდა ინტერიერის დიზაინის, წიგნის გრაფიკისა და სცენოგრაფიის ჟანრებში. 1973 წელს მიიღო საქართველოს თოჯინების თეატრში სპექტაკლების სცენოგრაფიისთვის…