Skip to content Skip to footer

ხუმარაშვილი უშანგი

უშანგი ხუმარაშვილი 1967-1973 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თელავის დრამატულ თეატრში. 1970-იანი წლებიდან მონაწილეობს გამოფენებში. მისი პირველი  პერსონალური გამოფენა 1994 წელს სურათების ეროვნულ გალერეაში შედგა. პერსონალური გამოფენების გარდა, იგი მონაწილეა მრავალი ჯგუფური გამოფენისა და საერთაშორისო ბიენალესი. მათ შორის იყო: თეატრისა და კინოს მხატვართა გამოფენა (თბილისი, მოსკოვი. 1979), საერთაშორისო გამოფენა-სიმპოზიუმი (სოჭი. 1994), თანამედროვე ხელოვნების ბიენალე (თბილისი. 1996), საერთაშორისო ბიენალე „ჩრდილი“ (თბილისი. 1996), გამოფენა „N” გალერეაში (თბილისი. 1998), გამოფენა „შეხვედრა ფიროსმანთან“ თანამედროვე გერმანელ მხატვრებთან ერთად თბილისის ისტორიის მუზეუმში (2006), საერთაშორისო ბიენალე (განჯა, აზერბაიჯანი. 2006). მხატვარს მიღებული აქვს გრან-პრი წლის საუკეთესო ნამუშევრისათვის (2001). 2019 წელს კი საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში უშანგი ხუმარაშვილის საიუბილეო გამოფენა „უშანგი ხუმა 70“ შედგა. უშანგი ხუმარაშვილს 1980-იანი წლებიდან დღემდე არასდროს შეუქმნია იდეოლოგიური ხასიათის სურათები. ის ერთგულია კლასიკური ავანგარდისა და მის ტრადიციებზე დაყრდნობით უცვლელად ზეთის ტექნიკით მუშაობდა. ესაა სხვადასხვა ადგილის, ადამიანების, მიმართულებების, დღის მონაკვეთებისა თუ, უბრალოდ, ფერების ექსპრესიული აბსტრაქციები.

უშანგი ხუმარაშვილი
დაბადება/გარდაცვალება1948-2023Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.