რიტა ხაჩატურიანი ცხოვრობს და მუშაობს თბილისში, საქართველო. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დაზგური გრაფიკის განხრით. რიტას ნამუშევრები ადვილად საცნობია მხატვრისთვის დამახასიათებელი უკომპრომისობით, სიმკაცრითაც კი, რაც საგრძნობი იყო მის ადრეულ სერიებში: შიში, მორფოლოგია, ბატონები. მისი ტილოები გვაოცებს ძალით, მასშტაბით, ფანტასტიკური წარმოსახვით… რიტას მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ჯგუფურ გამოფენაში: ჯგუფური ინტერნეტ გამოფენა „მუზეუმი კედლების გარეშე“, New York (2020), Kunstraum Gallery (ლონდონი, 2020), TAF, მეტამორფოზა (თბილისი). ბოლო წლებში გამართული პერსონალური გამოფენებიდან აღსანიშნავია: „ბატონები“, გალერეა VANDA (თბილისი), „შიში“, საქართველოს ისტორიის მუზეუმი (თბილისი), “მორფოლოგია“, გალერეა სფუმატო (თბილისი), „ვინ ხვრეტს ქვებს“, ფესტივალი არტელი რაჭა, კოტე ჯინჭარაძის არტ-რეზიდენცია.







