Skip to content Skip to footer

წერეთელი ნინო

მოქანდაკე, სცენოგრაფი და გრაფიკოსი, ნინო წერეთელი 1922 წელს დაარსებული თბილისის სამხატვრო აკადემიის პირველი პლეადის წარმომადგენელია. თამარ აბაკელიასთან ერთად,   ის არის პირველი ქართველი ქალი, რომელმაც  ქანდაკება პროფესიად აირჩია.

ხანმოკლე ცხოვრების მიუხედავად (ის 37 წლისა გარდაიცვალა), მან   სამოცამდე ნამუშევარი დატოვა ქანდაკების, გრაფიკისა და სცენოგრაფიის დარგში. იყო იაკობ ნიკოლაძის მოსწავლე; მუშაობდა პორტრეტისა და მცირე პლასტიკის ჟანრში.

ნინო წერეთელმა თბილისის სამხატვრო აკადემია 1928 წელს დაამთავრა. მისი ძირითადი ნამუშევრები შესრულებულია 20-იან წლებში:  ა. ღარიბჯანიანის პორტრეტი (1926, მარმარილო), მ.მაიერის პორტრეტი (1926, მარმარილო). 30-იან წლებში უმეტესად თეატრის მხატვრობით იყო დაკავებული: პეტრე ოცხელთან ერთად, იმუშავა კოტე მარჯანიშვილის სპექრაკლზე „ოტელო“ და შექმნა კუბისტურ-კონსტრუტივისტული სტილის კოსტიუმის ესკიზები.  1931 წელს სოლიკო ვირსალაძესთან ერთად მუშაობდა კოსტიუმების ესკიზებზე საოპერო დადგმისთვის „ვილჰელმ ტელი.“

ნინო წერეთელი ითვლება ფსიქოლოგიური სკულპტურული პორტრეტის ფუძემდებლად საქართველოში. მისი პორტერული ქანდაკებების უმეტესობა მარმარილოშია შესრულებული.

 

ნინო წერეთელი
დაბადების წელი1902გარდაცვალების წელი1939Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.