ოთარ ჩხარტიშვილმა 1970-იან წლებში თავი დაიმკვიდრა წამყვან ქართველ ნონკონფორმისტ მხატვრად. ის მონაწილეობდა 1974 წლის ე. წ. ბულდოზერის გამოფენაში, ასევე ალექსანდრე გლეზერისა და ევგენი რუხინის ბინებში მოწყობილ არასანქცირებულ გამოფენებში. ოთარ ჩხარტიშვილის მჭიდრო კავშირმა მოსკოვის „ანდეგრაუნდის” მხატვართა წრესთან და 1977 წელს ზიმერლის მუზეუმის მიერ (ნიუ-ჯერსი, აშშ.) მისი კოლაჟის -„სპილოს” შეძენამ სუკ-ის ყურადღება მიიპყრო. „1960-იანი წლების ბოლოდან 1990 წლამდე ვზიდე ანტისაბჭოთა მხატვრის ჯვარი და ამიტომ ჩემი ხელოვნება ტოტალიტარიზმისა და ათეიზმის წინააღმდეგ საბრძოლო იარაღი გახდა”, – ვკითხულობთ მხატვრის ავტობიოგრაფიაში. ოთარ ჩხარტიშვილის მხატვრულ მემკვიდრეობაში აღსაღნიშნია კონცეპტუალური სერია „წელიწადის ოთხი დრო.
ჩემი ეზო“. სერია თვრამეტი წლის მანძილზე შექმნილ ასეულობით ფერწერულ ნამუშევარს მოიცავს და რუსთავში, მხატვრის საცხოვრებელი ბინის ფანჯრიდან დანახულ ეზოს ხედებს ასახავს. აქ პირველად ჩნდება ქართულ ხელოვნებაში ხელოვნებისადმი ანტიფორმალისტური მიდგომა, როცა ესთეტიკური ასპექტი მეორეხარისხოვნად იქცა კონცეფციასთან შედარებით.
სხვა ავტორები
მოქანდაკე ჯემალ ჯაფარიძე 1932 წელს დაიბადა თბილისში. 1959 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. სადიპლომო ნამუშევრები: „ბალეტის დიდოსტატი ვახტანგ ჭაბუკიანი“ და „თამარ მეფე“ მან მოქანდაკე ნიკოლოზ კანდელაკის ხელმძღვანელობით შექმნა. მეფის ქანდაკება იმ პერიოდის საბჭოთა ცენზურისთვის მიუღებელი იყო (მეფეთა სკულპტურების დადგმა დედაქალაქში ოდნავ მოგვიანებით დაიწყო), ამიტომ, თამარის…
ნანა ჭურღულია (დ.1950) მუშაობს დაზგურ ფერწერასა და გრაფიკაში, გაფორმებული აქვს ხუთ ათეულზე მეტი წიგნი, ქმნის ექსლიბრისებს, დაინტერესებულია კერამიკითა და ლითონის მხატვრული დამუშავებით, მუშაობდა მხატვარ-დიზაინერად ესთეტიკის ინსტიტუტში (1974-76), იყო ჟურნალ „დილის“ დიზაინერ-ილუსტრატორი (1981 წლიდან), თანამშრომლობდა გამომცემლობებთან: „მერანი“, „საქართველო“, „განათლება“, „ნაკადული“, „მეცნიერება“. დაწყებითი სამხატვრო განათლება მიიღო სოხუმის სამხატვრო სკოლაში,…
მოქანდაკე, გრაფიკოსი, წიგნის ილუსტრატორი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, გოგი ოჩიაური ქართველ მოქანდაკეთა 50-იანი წლების პლეადის წარმომადგენელია, რომელთა შემოქმედებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ეროვნული იდენტობის გამომხატველი ხასიათისა და მოტივების ძიებას ჰქონდა. მის შექმნილ სკულპტურებს შორის განსაკუთრებით ცნობილია მონუმენტური ქანდაკებები: „აჯანყება“ – მხატვრის სადიპლომო ნამუშევარი (ბრინჯაო, 1984, ლანჩხუთი), “ვაჟა-ფშაველა”…