Skip to content Skip to footer

ჩიტაიშვილი ნინო

ნინო ჩიტაიშვილმა 1989 წ. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, თეატრის მხატვრის სპეციალობით. როგორც სცენოგრაფმა და კოსტიუმების მხატვარმა გააფორმა  50-ზე მეტი სპექტაკლი . მათ შორის არის: ვერის უბნის ბავშვთა, კ. მარჯანიშვილის, მ. თუმანიშვილის, ოპერის და ბალეტის, მოზარდ მაყურებელთა თეატრები, თეატრალური სარდაფი, ქუთაისის, თელავის დრამატული თეატრები, ჰააგის თეატრალური კომპანია მიმესისი, ლაიფციგის ახალგაზრდული თეატრი.  შექმნა კოსტიუმების ესკიზები ანსამბლ ,,რუსთავისათვის“.

მხატვარს შესრულებული აქვს ილუსტრაციები ქარჩხაძის გამომცემლობის წიგნებისთვის „საბავშვო ვეფხისტყაოსანი“, „ქართული ჯადოსნური ზღაპრები“, ,, ჩემი პირველი ვეფხისტყაოსანი“. რომლისთვისაც 2020 წელს მიიღო საქართველოს მწერალთა კავშირის იაკობ გოგებაშვილის პრემია.·         ჰქონდა 5 პერსონალური გამოფენა.·          მიღებული აქვს  მონაწილეობა სხვადასხვა თემატურ  გამოფენებში. მათ შორის: ქართული სახვითი შექსპირიანა,  ეთნომოდის ფესტივალი MedModa იტალია,  ქართული თეატრისა და კინოს მხატვრობის რეტროსპექტივა პარიზში,  პრაღის კვადრიენალე 2015. ·         ნამუშევრები დაცულია საქართველოს, ინგლისის,  ნიდერლანდების, ა.შ.შ  და სხვა კერძო კოლექციებში.

ინსტაგრამი – ninochitaishviliart

ნინო ჩიტაიშვილი
დაბადების წელი1965Share

Leave a comment

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.