Skip to content Skip to footer

ჩაჩანიძე გიორგი

გიორგი ჩაჩანიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (1984- 1989). 1997 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. 1993 მუშაობდა საქართველოს ფოლკლორის სასახლესთან არსებულ ხატვის წრის ხელმძღვანელად, ხოლო 1994-2006 წლებში იყო ს.ტ.უ. სახვითი ხელოვნების კათედრის ასოცირებული პროფესორი. 2007 წლიდან მუშაობს საქართველოს სამხატვრო აკადემიის, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის,ხატვის მიმართულებაზე ხატვის პედაგოგად. 1990 წლიდან თანამშრომლობს მხატვარ-ილუსტრატორად შემდეგ გამომცემლობებთან: ჩვენი მწერლობა, ომეგა, კრიმინალური ქრონიკა, დროშა, დილა, ბაკმი. 2012 წელს გახდა ლაურეატი საერთაშორისო კონკურსის ნომინაციაში – საუკეთესო ილუსტრაციები მხატვრული ილუსტრაციებისთვის (წმინდა ტექსტების ილუსტრაციები- ახალი აღთქმა). გიორგი ჩაჩანიძეს ჰქონდა არერთი პერსონალური (თსს აკადემიის დიდი საგამოფენო დარბაზი, 2014; საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, 2010; გალერეა “უნივერსი”, თბილისი, 2004) და ჯგუფური გამოფენა (ქართველ მხატვართა საგაზაფხულო გამოფენა. მომა თბილისი, 2023; ა. ყაზბეგის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა, ლიტერატურის მუზეუმი, თბილისი, 2010; მხატვართა კავშირის ჯგუფური გამოფენა, თბილისი, 2007; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორ–მასწავლებელთა გამოფენა, 2004; საშობაო გამოფენა–ფესტივალი, ეროვნული გალერეა, თბილისი, 2004; საშემოდგომო გამოფენა, ეროვნული გალერეა, თბილისი, საქართველო, 1997; გერმანული კულტურის დღეები საქართველოში, გალერეა “ტაციტა”, თბილისი, 1993 და სხვ.). მხატვრის ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში –საქართველო, გერმანია, რუსეთი, იტალია, ჰოლანდია,შვეიცარია, პოლონეთი.

გიორგი ჩაჩანიძე
დაბადების თარიღი1965Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.