Skip to content Skip to footer

ჩაგელიშვილი გოგი

გოგი ჩაგელიშვილი 1944 წელს დაიბადა ქალაქ თბილისში. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და მას შემდეგ აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას ეწევა: მუშაობს ფერწერისა და გრაფიკის დარგებში, ქმნის აბსტრაქციებს, კოლაჟებს, ობიექტებს, ინსტალაციებს…რამდენიმე ლიტერატურული პროექტის ავტორიცაა.

ჩაგელა – ამ სახელით დამკვიდრდა… როგორც ყველა გამორჩეული ხელოვანი,  ის ერთდროულად  ხატვართა თავისი თაობის წარმომადგენელიცაა და ცალკე მდგომი შემოქმედიც. ჩაგელას ნამუშევრებს თან სდევს „ხელოვნების საიდუმლოს“ ხიბლი. მხატვრის მიერ განცდილი სამყარო განზოგადოებულ სახე-ხატებად ტრანსფორმირდება განსხვავებული დარგის, ჟანრისა  თუ მრავალგვარი შერეული მასალისგან შექმნილ ნამუშევრებში…     სხვადასხვაგვარია განზოგადოების ხარისხი, მხატვრული ტრანსფორმაციის ფორმა…როგორც წესი ძლიერია ცოცხალი გამომსახველობა. გოგი ჩაგელიშვილს  საკუთარი ხელწერა და მყარად დამკვიდრებული ადგილი აქვს ქართულ არტსივრცეში.

 XX საუკუნის 70-იანი წლებიდან დღემდე მხატვრის მრავალი პერსონალური გამოფენა შედგა თბილისსა და სხვა ქალაქებში- მოსკოვში, ანკარაში, ნიმში, დიუსელდორფში, მონრეალში, ქრაისჩერჩსა და ნიუ- ორკში.

გოგი ჩაგელიშვილი
დაბადების თარიღი1944Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.