რუსული წარმომავლობის საბჭოთა ფერმწერი, გრაფიკოსი, სცენოგრაფი, პედაგოგი, საბწოთა კავშირის საპატიო მხატვარი, დაიბადა მოსკოვში. მან გრძელი და ძინააღმდეგობებით აღასავსე ცხოვრება განვლო ორი საუკუნის მიჯნაზე. 1897 წელს ვასილი შუხაევმა ჩააბარა სტროგანოვის ინდუსტრიული ხელოვნების სასწავლებელშ და სწავლობდა ა. კოროვინთან, ი. ნივინსკისთან, ვ. ჟოლტოვსკისთან ერთად. 1906 წელს ჩააბარა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში, სადაც 1908 წელს მიიღეს ნ. კარდოვსკის სახელოსნოში. ფინეთში მოგზაურობის შემდეგ 1921 წელს გადადის პარიზში, სადაც იაკოვლევთან ერთად ხსნის საკუთარ პედაგოგიურ სტუდიას. 14 წლის განმავლობაში პარიზში მოღვაწეობის პერიოდში მან შექმნა ასობით ფერწერა, გრაფიკა, თეატრალური ესკიზები, წიგნის ილუსტრაციები თუ მონუმენტური და დეკორატიული ხელოვნების ნიმუშები. ძირითადად მუშაობდა ჟანრული სურათის, ნატურმორტისა და პეიზაჟის ჟანრში. 1935 წელს ბრუნდება საბჭოთა კავშირში, პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა პეტერბურგსა და მოსკოვში. 1947 წელს ჩამოდის თბილისში და მუშაობს სამხატვრო აკადემიაში, უძღვება გრაფიკის ფაკულტეტს (1948 წლიდან გრაფიკის ფაკულტეტის პროფესორია). მომდევნო 10 წლის განმავლობაში ხატავს ქართულ პეიზაჟებს, ჟანრულ სურათებს, 1950 წლებიდან ინტერესდება ენკაუსტიკის ტექნიკით შერულებული პორტერეტებით. დღესდღეობით მისი მრავალი ნამუშევარია დაცული საქართველოს, რუსეთისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ხელოვნების მუზეუმებში.
სხვა ავტორები
„ქართული სცენოგრაფიის პატრიარქი“, “ადამიანი, რომელმაც შემოსა ცეკვა“; მხატვარი „რომელმაც XX საუკუნის სცენოგრაფიაში შექმნა საკუთარი ხელწერა“ – ასეთი სიტყვებით მოიხსენიებენ მხატვარ სოლიკო ვირსალაძეს – თეატრალური ხელოვნების, ქორეოგრაფიისა და მუსიკის უბადლო მცოდნეს, რომელმაც სცენოგრაფიაში მუსიკალური განწყობის შესაბამისი მხატვრული ენა შექმნა და უდიდესი როლი შეასრულა 1945 წელს ილიკო…
თამარ კარბელაშვილის შემოქმედების ძირითადი სფერო დაზგური გრაფიკა, წიგნის გაფორმება და ილუსტრაციაა, თუმცა ქმნის ფერწერულ ტილოებსაც. 1962-66 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტზე. აკადემიის დამთავრებისთანავე გამომცემლობა „განათლებაში“ იწყებს მუშაობას, მოგვიანებით კი აქტიურად თანამშრომლობს სხვა გამომცემლობებთანაც და ნაყოფიერად ემსახურება წიგნის გამოცემის საქმეს. მხატვარი გამორჩეული, მეტყველი…
ლევან ჭოღოშვილი (დ.1953) 1970-1976 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 1973 წლიდან, ფაქტობრივად, არაოფიციალური მხატვარი ხდება. ეს ის დროა, როდესაც ჯერ კიდევ სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, ქმნიან საერთო ინტერესებით გაერთიანებულ ჯგუფებს, რომლებშიც ხელოვნების ისტორიკოსებიც შედიან. ასეთია ლევან ჭოღოშვილის, დიმიტრი თუმანიშვილისა და გიორგი მარჯანიშვილის ჯგუფი. სხვა არაოფიციალურ…