ლია შველიძემ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1984 წელს დაამთავრა. 80-იანელ მხატვართა თაობის წარმომადგენელი ლია შველიძე იყო ხელოვანთა არაფორმალურ ჯგუფ „მარჯანიშვილის სახელოსნოს“ წევრი. ლია შველიძის თქმით, მისი მხატვრული ინდივიდუალობის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო 1987 წლიდან სწორედ კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სახელოსნოში მუშაობა. ის პირველი ქართველი მხატვარი ქალია, რომელმაც ძლიერად წარმოაჩინა გენდერული თემატიკა. მას გამორჩეული ხელწერა აქვს განზოგადებული, მონუმენტური მეტყველების ფერწერით. მხატვარმა თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობის განმავლობაში 16 სოლო გამოფენა გამართა, რომელთა შორის განსაკუთრებულია „ძველ გალერეაში“ გამართული აქცია-გამოფენების სერიები სახელწოდებით – „დაჯექი!“ (2000-2003), ასევე შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა (1994) და ბაქოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (2016) წარმოდგენილი მისი ექსპოზიციები. მხატვრის აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობასთან ერთად აღსანიშნია მისი პრაქტიკული პედაგოგიური საქმიანობა. 2007 წელს ლია შველიძემ დააარსა „მხატვრობის ხელშემწყობთა ასოციაცია“ და მასთან არსებული „სამხატვრო სტუდია ყველასათვის“.
სხვა ავტორები
ფრანგული წარმოშობის რუსი მხატვარი, გრაფიკოსი, ილუსტრატორი და მონუმენტალისტი; გაერთიანება Мир искусства (ხელოვნების სამყარო)-ს წევრი და ამავე გაერთიანების ჟურნალის თანამშრომელი, ევგენი ლანსერე ხელოვანების ოჯახში დაიბადა: მისი მამა – მოქანდაკე ევგენი ლანსერე უფროსი; მისი და – ფერმწერი ზინაიდა სერებრიაკოვა; ძმა – არიტექტორი ნიკოლაი ლანსერე; დეიდაშვილი – ალექსანდრ…
დიმიტრი ერისთავი დაიბადა თბილისში. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი. 1962 წლიდან კინოსტუდია “ქართული ფილმის” დამდგმელი მხატვარი; 1967-1982 წწ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის კათედრის პროფესორი. გამოფენებში მონაწილეობს 1957 წლიდან. თანამშრომლობდა ჟურნალ “ნიანგთან”, ჟურნალ “ცისკართან”, გაზეთ “ლიტერატურული საქართველოსთან”. მხატვარია შემდეგი ფილმების: “ექსპრეს-ინფორმაცია”…
შალვა მამალაძე, ფერმწერი, გრაფიკოსი, კინოს მხატვარი, 1922- 28 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. მისი პედაგოგები იყვნენ გ. გაბაშვილი, ე. ლანსერე, ალ.ციმაკურიძე. 1939- 63 წლებში თავდვე ასწავლიდა სამხატვრო აკადემიაში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და კერძო კოლექციებში.შალვა მამალაძის შემოქმედებაში წამყვანია პეიზაჟის ჟანრი, „ბუნება მუდამ…