Skip to content Skip to footer

შერპილოვი ვალენტინ

რუსული წარმოშობის ქართველი მხატვარი, ვალენტინ შერპილოვი თბილისში, 1911 წელს დაიბადა. 1932 – 39 წლებში თბილისის სამხატრო აკადემიაში ჯერ სკულპტურას სწავლობდა, შემდეგ   – ფერწერას დავით კაკაბაძის ხელმძღვანელობით. აკადემიის დასრულებისთანავე, მოსე თოიძის ასისტენტი გახდა. 1939 წლიდან ასწავლიდა ფერწერას იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელსა და თბილისის სამხატვრო აკადემიაში.  

შერპილოვი  ქართული სოცრეალიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია – გამორჩეული ფერწერული ოსტატობითა და ფერადოვნებით, ის   სოციალისტური სამოთხის იმიჯებს ქმნიდა – გამოსახავდა ომის გმირებს, ბედნიერ სპორტსმენებს, ახალგაზრდობასა და  ბალერინებს;  ამასთან ერთად, მისი შემოქმედების მნიშნელოვანი მოტივები  პეიზაჟები და ნატურმორტები იყო.

მოსე თოიძის სახელოსნოში მუშაობისას, შერპილოვმა შექმნა დიდი ტილო, რომელზეც მოსე თოიძე და მისი მეგობარი ილია რეპინი არიან გამოსახული.

შერპილოვი მუშაობდა ზეთისა და ენკაუსტიკის ტექნიკით.

1961 წელს, მხატვარს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა. მომდევნო წელს კი – საქართველოს დამსახურებული მოღვაწისა.

შერპილოვნის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, ეროვნულ გალერეაში,  ტრეტიაკოვის გალერეაში (მოსკოვი), აღმოსავლეთის ხალხთა მუზეუმსა (მოსკოვი) და კერძო კოლექციებში.

ვალენტინ შერპილოვი
დაბადების წელი1911გარდაცვალების წელი1974AuthorAuthor nameShare

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.