Skip to content Skip to footer

ქუთათელაძე გურამ (ხიტა)

გურამ (ხიტა) ქუთათელაძე დაიბადა ქართველი მხატვრის და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორის (1959–1972) აპოლონ ქუთათელაძის (აპოლონ ქუთათელაძე) ოჯახში. 1940 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა განაგრძო მოსკოვის ვ. სურიკოვის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტში ფერწერის ფაკულტეტზე. 1942–1946 წლებში სწავლას აგრძელებს თბილისის სამხატვრო აკადემიაში, პედაგოგი დავით კაკაბაძე, ხოლო 1946 წელს კვლავ ბრუნდება მოსკოვის სამხატვრო ინსტიტუტში, მისი მასწავლებელი ალექსანდრე ოსმიორკინი მოსკოველ ფერმწერთა გაერთიანების ბუბნოვი ვალეტის წევრი იყო. ამ მოძრაობის წევრებს სეზანისტებსაც ეძახდნენ. გურამ (ხიტა) ქუთათელაძის მდიდარ და მრავალფეროვან შემოქმედებაში მთავარ თემას პეიზაჟი წარმოადგენდა. მან ჩამოაყალიბა პეიზაჟისა და ლანდშაფტის საკუთარი ხედვა და კონცეფცია. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს საპატრიარქოს კოლექცია, აღმოსავლეთის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი (მოსკოვი), პუშკინის მუზეუმი (მოსკოვი), „ლუდვიგის“ მუზეუმი, ქ. კელნი, გერმანია; ასევე კერძო კოლექციებში – კ.გლეიზერის კოლექცია, ბობ და მერიონ როტშილდების კოლექცია.

დაბადების/ გარდაცვალების თარიღი1924-1979Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.