გელა ფილაური დაიბადა გორში, 1961 წლის 8 მაისს. 1976 -1980 წლებში სწავლობდა მ.თუგანოვის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში (ცხინვალი), შემდგომ — თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დაზგური გრაფიკის ფაკულტეტზე, 1981 – 1987 წლებში. გელა ფილაური მრავალი შემოქმედებითი კავშირების წევრია – საქართველოს მხატვართა კავშირის (2012 წ.-დან), ამავე წლიდან — საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების წევრი, 2015 წლიდან — საქართველოს აკვარელისტების საერთაშორისო გაერთიანების (IWS Georgia); საფრანგეთის, ქ. ლიონის ხელოვნების ფონდის (2017 წ-დან); 2019 წ-დან – ევრაზიული მხატვართა კავშირისა და საერთაშორისო ასოციაცია VATIKAM-ის წევრი (პარიზი, საფრანგეთი); 2020 წელს — პასტელისტი მხატვრების ეროვნული კავშირის ასოციირებული წევრი (მოსკოვი). 1981 – 2000 წლებში თანამშრომლობდა სახელმწიფო ლიტერატურულ გამომცემლობებთან «განათლება», «ნაკადული», «მერანი»; 2000-დან — კერძო ლიტერატურულ გამომცემლობებთან, მხატვარი-ილუსტრატორი. 2019 – 2021 წლებში გელა გახდა ამერიკის ხელოვნების პრემიის გამარჯვებული, 2018 – 2021 წლებში — რუსეთის ხელოვნების პრემიის ლაურეატი, 2018 – 2020 გაიმარჯვა კონკურსებში «წლის საუკეთესო ნამუშევრები», VATIKAM (პარიზი, საფრანგეთი). გელა ფილაური 4-ჯერაა დაჯილდოვებული ოქროს მედლით რეალიზმის კატეგორიაში — 2016 წელს ნიუ-იორკში, საერთაშორისო ონლაინ-გამოფენაზე «ART CLASH»; 2019-ში — საერთაშორისო ონლაინ-გამოფენაზე «ART SHADOW», ნიუ-იორკი, აშშ, იმავე წელს — მოსკოვში, რუსეთის თასი მხატვრულ შემოქმედებაში, თემატური კომპოზიციის ნომინაციაში, 2022-ში — საერთაშორისო კონკურსში «ხელოვნება და საზოგადოება | ART & SOCIETY», ნიუ-იორკი, აშშ. პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობს 1981 წლიდან დღემდე. ნამუშევრების დიდი ნაწილი დაცულია მრავალი ქვეყნის სახელმწიფო და კერძო კოლექციებში.
