ჩინგიზ ფარზალიევი დაიბადა 1943 წელს. 1973 წელს დაამთავრა ვ. სურიკოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტის ფერწერის ფაკულტეტი. 2008 წლიდან აზერბაიჯანის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორია, 2010 წლიდან – აზერბაიჯანის ეროვნული მუზეუმის დირექტორი. ჩინგიზ ფარზალიევი გამორჩეული ხელოვანი და საზოგადო მოღვაწეა. არის მრავალი საერთაშორისო აკადემიური რეგალიის, ორდენისა თუ ჯილდოს მფლობელი: კემბრიჯის უნივერსიტეტის საერთაშორისო საინფორმაციო-ბიოგრაფიული ცენტრისა და ვ. სურიკოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტის საპატიო პროფესორი; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საპატიო დოქტორი. მსოფლიოს კულტურასა და მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა ჰანოვერის ევროპის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის საპატიო მოღვაწის წოდება; ავსტრიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის გადაეცა ღირსების დიდი ორდენი; საქართველოს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი; დიდების ორდენი აზერბაიჯანის სახვითი ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის; საფრანგეთის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენი ხელოვნებასა და ლიტერატურაში შეტანილი წვლილისათვის; ათათურქის საერთაშორისო პრემია; ნიზამი განჯევის (განძელის) მედალი და სხვ. ჩინგიზ ფარზალიევის ხელოვნება ცნობილია შთამბეჭდავი პეიზაჟებით, ნატურმორტებითა და სხვადასხვა ხასიათის ნამუშევართა ფილოსოფიური შინაარსით. 2023 წელს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართა ჩინგიზ ფარზალიევის რეტროსპექტული გამოფენა – დროის საფეხურებზე.
სხვა ავტორები
ზურა აფხაზი (აფხაზიშვილი) თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების (1996) შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში, მუშაობდა უფლისციხეში ხატვის მასწავლებლად. არის ქართულ-გერმანული საზოგადოების წევრი. მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა ახალი ექსპრესიონისტული გერმანული მხატვრობისთვის სახასიათო ბრუტალობამ, დიდმა ფორმატებმა და აქცენტებმა ტექსტურაზე. თუმცა მხატვარმა შეძლო მათი განვითარება ორიგინალურ მრავალფეროვნებად მასშტაბურ სერიებში,…
გაიანე ხაჩატურიანი 1942 წლის 9 მაისს თბილისში დაიბადა. მამა, ლევონ ხაჩატურიანი, ელექტროინჟინერი იყო, დედა, ჰასმიკ კალანტაროვი, ჰახნაზარიანთა სახელოვანი გვარის წამომადგენელი. მისი წინაპრები უძველესი სომხები- ზოკები იყვნენ. გაიანეს ძმა, პროფესიით ინჟინერი, სიცოცხლის ბოლომდე მოსკოვში ცხოვრობდა. ხატვა გაიანემ ადრეული ასაკიდან დაიწყო. ერთაგნ ინტერვიუში მხატვარი იხსენებს, როგორი აღფრთოვანება გამოუწვევია…
თბილისელი ფერმწერი, მხატვართა 50-იანი წლების თაობის წარმომადგენელი. მისი ფერწერის მთავარი მოტივებია თბილისის პეიზაჟები, პორტრეტები, ნატურმორტები და შიშველი ფიგურები. ლევ ბაიახჩევმა თბილისის სამხატვრო აკადემია 1954 წელს დაამთავრა, სადაც სწავლობდა სერგო ქობულაძის, ვასილ შუხაევის, აპოლონ ქუთათელაძისა და კორნელი სანაძის სახელოსნოებში სწავლობდა. წარჩინებული სწავლისთვის მოსკოვსა და ლენინგრადში მოგზაურობით…