Skip to content Skip to footer
კახაბერ ტატიშვილი
დაბადების თარიღი1964Share

ტატიშვილი კახაბერ

კახაბერ ტატიშვილმა (დ.1964) 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მისი ფერწერა, სახვითი თუ აბსტრაგირაბული კომპოზიციები, პეიზაჟები თუ ნატურმორტები დახვეწილი ფერადოვნებით, ლაკონიური ფორმებითა და მაჟორული განწყობით გამოირჩევა. „თემატურად და შესრულების მხრივაც
ვცდილობდი და ვცდილობ მრავალფეროვანი იყოს ჩემი შემოქმედება. იგი ძირითადად ასახავს ჩემს ხედვას და დამოკიდებულებას ამა თუ იმ საგნის, მოვლენის, პიროვნების ან სიტუაციის მიმართ. ყოველთვის მინდოდა, ეს ნამუშევრები ავტორისეული გამორჩეული ხედვის შედეგი ყოფილიყო. ამიტომაც ჩემი შემოქმედების პერიოდები
განსხვავებულია ერთმანეთისგან“, – ასე ახასიათებს კახაბერ ტატიშვილი თავის შემოქმედებას.

Leave a comment

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.