Skip to content Skip to footer
ლევან სონღულაშვილი
Share

სონღულაშვილი ლევან

მხატვარი, მულტიმედიური, ვიდეო და ინსტალაციების არტისტი, დაიბადა თბილისში. ამჟამად ქალაქ ნიუ-იორკში ცხოვრობს და სახელოვნებო პროექტებს მართავს ამერიკისა და ევროპის მასშტაბით. სონღულაშვილმა ხატვა ღრმა ბავშვობაში დაიწყო. 2013 წელს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, ენდი უორჰოლის მიერ დაარსებული, ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიის (New York Academy of Art) პირველი ქართველი მაგისტრი გახდა, ფერწერის მიმართულებით, სადაც მოგვიანებით, ასოცირებულ პროფესორთან ერთად მიჰყავდა “ხელოვნებისა და კულტურის” სამაგისტრო კურსი. ლევან სონღულაშვილის შემოქმედება დაცულია კერძო და სამუზეუმო კოლექციებში. 2016 წლიდან, სონღულაშვილის ნამუშევრები ბრუკლინის მუზეუმის მუდმივ კოლექციაშია დაცული. 2017 წელს, ხელოვანის ნახატები ლონდონის ხელოვნების სამეფო აკადემიაში აკადემიის დაარსების 250 წლისთავისადმი მიძღვნილ ჯგუფურ ექსპოზიციაზე იყო წარმოდგენილი. 2018 წელს, თბილისში, გალერეა “ერთი”-ში მოეწყო ხელოვანის მულტიმედიური სოლო გამოფენა-პროექტი “სტიქსი”, ამავე წელს გამოიფინა ბერლინსა და ჟენევაში. 2019 წელს, ხელოვანი მიწვეული იყო სინგაპურის სახელოვნებო რეზიდენციაში, სადაც, Objectifs-ში (სინგაპურის თანამედორვე ხელოვნების, ფოტოგრაფიისა და კინოს ცენტრში), Chapell Gallery-ში გაიმართა მორიგი მულტიმედიური სოლო გამოფენა “Stoicheion” (სტიქეონი).უთანამშრომლია ტერნერის პრიზიორ, ჯერემი დელერთან; ამერიკელ როკ მუსიკოს, იგი პოპთან; იაპონელ მოდის დიზაინერთან, ისეი მიაკისთან; კომპოზიტორ, გია ყანჩელთან. ხელოვანის მიერ მიღებული მრავალი ეროვნული და საერთაშორისო ჯილდოს შორისაა პრეზიდენტის, პრემიერ მინისტრისა და ნიუ-იორკის შტატის ანსამბლეის ჯილდო ხელოვნებაში მიღწეული წარმატებებისა და შეტანილი წვლილისთვის. სონღულაშვილის შემოქმედებაზე უახლესი მონოგრაფია “სტიქსი”, რომლის თანაავტორიც მარკ გიზბურნია, წარმოდგენილი იყო 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე.

http://levan.gallery/bio/

ლევან სონღულაშვილის მულტიმედიური პერსონალური გამოფენა – “Triptychos”.  დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში.

ობიექტების სისტემა. ვიდეო-სკულპტურული ინსტალაცია, 2018
 

იგივე. მელანი, ქაღალდი, 2014

დიონისე. მელანი, ქაღალდი, 2018
 

Leave a comment

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.