ნუგზარ ნათენაძე 2000-2005 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.1990‑იანი წლებიდან აქტიურად მონაწილეობს პროექტებსა და ჯგუფურ გამოფენებში, თბილისში იმართება მისი პერსონალური გამოფენებიც, მათ შორის, 1999-2003 წლებში „ძველ გალერეაში“ ეწყობა მისი ნამუშევრების ექსპოზიციები. გალერეა „ვანდაში“ (2004), გალერეა „ვერნისაჟსა“ (2005) და გალერეა „გამრეკელში“ (2006) მნახველმა იხილა მისი ძველი და ახალი შემოქმედება. ნუგზარ ნათენაძე, ძირითადად, მუშაობს ზეთის ტექნიკით. უკლებლივ მის ყველა ნამუშევარში იკვეთება ფერებისა და ფორმების შემოქმედებითი ძიების მისეული ხელწერა. ცხოვრობს და მუშაობს რუსთავში.
ნუგზარ ნათელანაძე. სიხარული. ტილო, ზეთი.100X80სმ. 2020
