Skip to content Skip to footer

მუსხელიშვილი ვახტანგ (ვახო)

ფერმწერმა და გრაფიკოსმა ვახტანგ მუსხელიშვილმა დაამთავრა ჯერ იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი (1974-1978), ხოლო 1984 წელს – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. შემდგომ მცირე პერიოდის განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ბავშვთა სამხატვრო სასწავლებელში, სამხატვრო აკადემიაში და უკვე 90-იანი წლებიდან საცხოვრებლად მიემგზავრება აშშ-ში. ალბათ ამის გამოც მისი როგორც ხელოვანის გაიგივება ქართველ 80-იანელთა თაობასთან არ ხდება. ის ამჟამად ცხოვრობს ვაშინგტონის შტატში, ქალაქ სიეტლში და ეწევა აქტიურ შემოქმედებით და კერძო პედაგოგიურ მოღვაწეობას. ასევე სისტემატიურად მართავს პერსონალურ გამოფენებს. მხატვარი პერიოდულად სტუმრობს საქართველოს. ვახტანგ მუსხელიშვილის მხატვრობა გამოირჩევა ტექნიკური შერსრულების ხარისხით. მის სიუჟეტებში ხელოვნების ისტორიის თანამედროვე ინტერპრეტაციას ვხვდებით. მისი ნამუშევრები დაცულია სახელმწიფო და კერძო კოლექციებში (აშშ, კანადა, გერმანია, ესპანეთი, საქართველო).

ვახტანგ მუსხელიშვილი
დაბადების თარიღი1957Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.