ალექსანდრე (ავთო) მოსიაშვილი დაიბადა დუშეთში. სწავლობდა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ფერწერის განხრით. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. ავთო მოსიაშვილი გამოფენებში მონაწილეობას იღებს 1969 წლიდან. 1986 წელს ტოკიოში მხატვართა საერთაშორისო გამოფენაზე დაჯილდოვდა ოქროს მედლით, 1990 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება, 2018 წელს კი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. 1990 წელს გაიმართა ავთო მოსიაშვილის პირველი პერსონალური გამოფენა ქ.მოსკოვში. 2004 წელს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულმა გალერეამ უმასპინძლა მხატვრის პერსონალურ გამოფენას. 2009 წელს მოეწყო მისი პერსონალური გამოფენა გალერეა „დი-არტში“. იგი მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებშიც: პოლონეთში, ლიტვაში, ლატვიაში, ბულგარეთსა და რუსეთში. ავთო მოსიაშვილის მკვეთრად ინდივიდუალური ხედვა და ოსტატობის მაღალი დონე ყველაზე უკეთ მის აბსტრაქციებში აისახა. მისი ნამუშევრები დაცულია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, ტრეტიაკოვის გალერეასა და აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში (მოსკოვი, რუსეთი)
სხვა ავტორები
მოქანდაკე, გრაფიკოსი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი. 1963 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. იყო ნიკოლოზ კანდელაკისა და სერგო ქობულაძის მოსწავლე. ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სამხატვრო აკადემიის ხატვის კათედრაზე. რუსუდან გაჩეჩილაძე XX საუკუნის 60-70-იანი წლების ქართული და საბჭოთა პორტრეტული ქანდაკების ერთ-ერთი რეფორმატორია. მან უარი თქვა…
ვალერიან (შალვა) ძნელაძე დაიბადა 1892 წელს ჩოხატაურის რაიონში. დაწყებითი განათლება მან ქუთაისის რეალურ სასწავლებელში მიიღო, სადაც იგი პარალელურად ხატვასაც ეზიარა. შემდეგ, სწავლა თბილისში,“სახვითი ხელოვნების წამახალისებელ საზოგადოებასთან” არსებულ სამხატვრო სკოლაში გააგრძლა. 1913 -1918 წლებში კი შალვა ძნელაძე წარჩინებით სწავლობდა პეტერბურგის საიმპერატორო სამხატვრო აკადემიასთან არსებულ კიევის სამხატვრო…
მოქანდაკე, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული მხატვარი; მისი სახიდან უჩა ჯაფარიძემ პოეტ ბესიკის (ბესარიონ გაბაშვილის) პორტრეტი შექმნა. ბიძინა ავალიშვილმა 1947 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (პედაგოგი იაკობ ნიკოლაძე). მის შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია ქართული კულტურის მოღვაწეთა პორტრეტებს. ქართველ მოქანდაკეთა შორის, მან პირველმა გააკეთა პორტრეტები ხის მასალაში. საჯარო…