ავთანდილ მონასელიძე 1968-1974 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტზე (პედაგოგები: ვალენტინ თოფურიძე, გოგი ოჩიაური). მხატვრის ძირითადი ნამუშევრებია: მინდვრის დედოფალი (1975. ბრინჯაო), ქირონი და ორფეოსი (1988. ბრინჯაო), მრავალფიგურიანი კომპოზიცია ბერიკაობა (1991. ბრინჯაო. თბილისი), მეტრო ვარკეთილის შესასვლელი (1986), რელიეფი თბილისის აეროპორტის ვესტიბიულისთვის… მოქანდაკეს მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო ამიერკავკასიის რესპუბლიკების I ბიენალე, ვერცხლის მედალი (1986), პარიზის საერთაშორისო გამოფენა, ვერცხლის მედალი (1984), საქართველოს მხატვართა კავშირის მედალი, წლის საუკეთესო ნამუშევრისთვის (1980). მისი სკულპტურები დაცულია საქართველოს ეროვნულ გალერეაში, ტრეტიაკოვის გალერეაში (მოსკოვი), რუსეთის კულტურის სამინისტროს სამხატვრო ფონდებში, საქართველოს ყოფილ სამხატვრო ფონდსა და კერძო კოლექციებში.
სხვა ავტორები
იაკობ ნიკოლაძე დაიბადა 1876 წელს, ქუთაისში. პირველი ქართველი პროფესიონალი მოქანდაკე, მრგვალი ქანდაკების სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი, სსრკ სახალხო მხატვრი, სსრკ სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი, თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პირველი პროფესორი (1922).იაკობ ნიკოლაძემ სამხატვრო განათლება მიიღო მოსკოვში, სტროგანოვის ცენტრალურ სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებელში…
მოქანდაკე ჯემალ ჯაფარიძე 1932 წელს დაიბადა თბილისში. 1959 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. სადიპლომო ნამუშევრები: „ბალეტის დიდოსტატი ვახტანგ ჭაბუკიანი“ და „თამარ მეფე“ მან მოქანდაკე ნიკოლოზ კანდელაკის ხელმძღვანელობით შექმნა. მეფის ქანდაკება იმ პერიოდის საბჭოთა ცენზურისთვის მიუღებელი იყო (მეფეთა სკულპტურების დადგმა დედაქალაქში ოდნავ მოგვიანებით დაიწყო), ამიტომ, თამარის…
მოქანდაკე, ფერმწერი, გრაფიკოსი, საქართველოს სახალხო მხატვარი. ირაკლი ოჩიაურმა სამხატვრო აკადემია 1951 წელს დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის ხელმძღვანელობით. მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო „ვაჟა ფშაველა.“ გამოფენებში მონაწილეობდა 1953 წლიდან. ამავე წლიდან გახდა საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. ირაკლი ოჩიაური სახელს უკავშირდება ქართული ჭედურობის ტრადიციის აღორძინება, რომელიც მე-19 საუკუნის მეორე…