მამუკა მიქელაძემ სამი ათწლეულის განმავლობაში მოაწყო 15 პერსონალური გამოფენა, მონაწილეობა მიიღო 30-ზე მეტ ჯგუფურ ექსპოზიციაში, მოხატა 10 ეკლესია საქართველოში და ერთი საფრანგეთში (პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარი). პერსონალური გამოფენები გაიმართა აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, გერმანიაში, აზერბაიჯანში, რუსეთში, იტალიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთში. მამუკა მიქელაძის მხატვრობა ხასიათდება სტილიზებული მისტიკური გამოსახულებებით, რაც იდუმალების შეგრძნებას აღძრავს, ფერთა მონაცვლეობა კი მოცულობისა და სივრცის ილუზიას ქმნის. ხშირად გამოსახავს ცხოველებს, რომელთა ფონად იყენებს მცენარეულსა და გეომეტრიულ მოტივებს. ინსპირაციის საფუძველი ხშირად მითოლოგიაზე, ბიბლიასა და ყოველდღიურობაზე დაფუძნებული ინფორმაციაა. დეფორმაციის, განზოგადების, ექსპრესიულობისა და ორიგინალური კომბინაციების წყალობით, ნამუშევრები ზოგჯერ არარეალური და მისტიკური განწყობითაც ხასიათდება. მხატვრის პრინციპი სიმბოლოთა სიჭარბე და სტილური მრავალფეროვნება – პოლისტილურობაა (არა ეკლექტურობა). მის ნამუშევრებში მრავლად ვხვდებით პოზიტიური ენერგიის მატარებელ ცხოველთა სამყაროს, მითოსურსა და ბიბლიურ პერსონაჟებს. წლების განმავლობაში კედლის მხატვრობაზე მუშაობისას შეძენილი გამოცდილება მის დაზგურ ნამუშევრებშიც იგრძნობა. ძნელია მამუკა მიქელაძის ხელოვნება რომელიმე კონკრეტულ მიმდინარეობას მიაკუთვნო, მისი ნამუშევრები არც ერთ სტილთან არ ასოცირდება. ის სრულიად გამორჩეულია. მხატვარი არ მიყვება ერთხელ არჩეულ გზას. მის ყოველ სურათში სიახლე და აღმოჩენა, ფერთა განსხვავებული აქცენტებია. ის მუდმივად ინდივიდუალური გამოხატვის საშუალებათა ძიებაშია.
სხვა ავტორები
მოქანდაკე, გრაფიკოსი, ფერმწერი და ილუსტრატორი, თეატრისა და კინოს მხატვარი. პირველი ქალი მონუმენტალისტი საქართველოში. აბაკელია თბილისის სამხატვრო აკადემიის პირველი პლეიადის წარმომადგენელია. სწავლა 1929 წელს დაასრულა. იყო ნიკო ნიკოლაძის, ნიკოლოზ კანდელაკის, იოსებ შარლემანისა და ევგენი ლანსერეს მოწაფე. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროინდელი ნამუშევრებით მიიპყრო მოსე თოიძისა და კოტე…
რიტა ხაჩატურიანი ცხოვრობს და მუშაობს თბილისში, საქართველო. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დაზგური გრაფიკის განხრით. რიტას ნამუშევრები ადვილად საცნობია მხატვრისთვის დამახასიათებელი უკომპრომისობით, სიმკაცრითაც კი, რაც საგრძნობი იყო მის ადრეულ სერიებში: შიში, მორფოლოგია, ბატონები. მისი ტილოები გვაოცებს ძალით, მასშტაბით, ფანტასტიკური წარმოსახვით… რიტას მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ…
ლევან ცუცქირიძე ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი და პედაგოგი, ქართული მონუმენტური ფერწერის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967), პროფესორი (1990), ანდერსენ-ნექსეს სახელობის საერთაშორისო დიპლომის მფლობელი (1974). 1946-1957 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 1960 წელს დაამთავრა აკადემიის ასპირანტურა პროფესორ სერგო ქობულაძის ხელმძღვანელობით. 1975- 2005 წლებში იყო სამხატვრო აკადემიის…