

სხვა ავტორები
რეზო (ემელიანე) ადამია დაიბადა საქართველოში ქალაქ სენაკში 1938 წლის 21 თებერვალს. 1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. 1969-1971 წლებში მუშაობდა თბილისის 50-ე საშუალო სკოლის ხატვის მასწავლებლად; 1974-1988 წლებში საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რესტავრატორად, მეცნიერ-თანამშრომლად. გამოფენებში მონაწილეობს 1966 წლიდან. მისი ფერწერის მთავარი მოტივებია…
ლევან ჭოღოშვილი (დ.1953) 1970-1976 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 1973 წლიდან, ფაქტობრივად, არაოფიციალური მხატვარი ხდება. ეს ის დროა, როდესაც ჯერ კიდევ სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, ქმნიან საერთო ინტერესებით გაერთიანებულ ჯგუფებს, რომლებშიც ხელოვნების ისტორიკოსებიც შედიან. ასეთია ლევან ჭოღოშვილის, დიმიტრი თუმანიშვილისა და გიორგი მარჯანიშვილის ჯგუფი. სხვა არაოფიციალურ…
თინა ცხადაძე-რატიანი მხატვრების 90-იანელი თაობის წარმომადგენელია. ამავე პერიოდიდან ის აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენებში. მის მიერ შექმნილი ძლიერ ქალთა სურათ-ხატები სერიიდან „ქართული მუქი“ ხშირად მეამბოხე ფემინისტური სულის გამოძახილია და არაერთი კრიტიკოსის მიერ შთამბეჭდავ გრაფიკულ ნამუშევრად არის აღიარებული. „ეს აბსტრაქტული ისტორიები ქალთა ხასიათს აჩვენებს. პროექტი, მთლიანობაში, ერთი…

დავით (დაჩი) მინდაძე (დ. 1985) მილენიუმის მხატვართა თაობის წარმომადგენელია. აკადემიური განათლება არ მიუღია. გამოირჩევა ნეოექსპრესიონისტული ნამუშევრებით. ძირითადად ხატავს თხილის ტომრებზე, იყენებს ზეთისა და აკრილის საღებავებს, მუშაობს შერეული ტექნიკით.






