Skip to content Skip to footer

მეძმარიაშვილი ჟანი

ჟანი (ჟანგო) მეძმარიაშვილი, შემოქმედებით ასპარეზზე 1950-იან წლებში გამოვიდა. იგი იმ თაობის წარმომადგენელია რომელსაც ორმოცდაათიანელებს უწოდებენ. ორმოცდაათიანელებმა მეამბოხე თაობის სახელი დაიმკვიდრეს. 

ჟანი მეძმარიაშვილი დაიბადა ქ. ქუთაისში. სამხატვრო განათლება თავდაპირველად თბილისის იაკობ  ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებელში მიიღო.  (1941-1944) მისი მასწავლებელი ვალენტინ შერპილოვი იყო. ჟანი მეძმარიაშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა 1944-1952 წწ-ში. არასაბჭოური პოზიციის გამო ჟანი მაძმარიაშვილი სამხატვრო აკადემიიდან ერთი წლით გაირიცხა.

1960-იანი წლების დასაწყისში მხატვარმა საეტაპო ტილო აფიშების გამკვრელი შექმნა. ნამუშევარში გადმოცემულია თანამედროვე ცხოვრების ახალი ნიშნები და რითმები. აფიშების გამკვრელი სამოციანი წლების ქართული ფერწერის სავიზიტო ბარათი გახდა. 

ჟანი მეძმარიაშვილი
დაბადება/გარდაცვალება1925-1989Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.