Skip to content Skip to footer

მერაბიშვილი მერაბ

მოქანდაკე, მხატვარი, პედაგოგი, თბილისის საპატიო მოქალაქე; საქართველოს სსრ-ის სახალხო მხატვარი; საბჭოთა კავშირის სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი; საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. მერაბ მერაბიშვილმა 1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია მოქანდაკის სპეციალობით. 1961 წლიდან იქვე დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა. 1978 წელს გახდა სამხატვრო აკადემიის პროფესორი.

მისი მონუმენტური სკულპტურები აღმართულია საქართველოში, რუსეთსა და უნგრეთში.  ესენია: ალექსანდრე გრიბოედოვის ძეგლი (1961.  ბრინჯაო.  თბილისი. საკავშირო კონკურსის I პრემია), ერეკლე მეორის ცხენოსანი  ძეგლი (1972. თელავი. ბრინჯაო. რესპუბლიკური კონკურსის I პრემია), დიმიტროვის ძეგლი (1973. მოსკოვი ბრინჯაო.  საკავშირო კონკურსის I პრემია), გენერალ პეტრე ბაგრატიონის ცხენოსანი ძეგლი თბილისში. 1984. ბრინჯაო), შოთა რუსთაველის ძეგლი ბუდაპეშტში (2011. ბრინჯაო), რომელიც მოქანდაკემ თავის მამასთან – მოქანდაკე კონსტანტინე მერაბიშვილთან ერთად შექმნა და სხვა.  

მერაბ მერაბიშვილი
დაბადების წელი1931გარდაცვალების წელი2022Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.