Skip to content Skip to footer

მელიქიშვილი თამუნა

თამუნა მელიქიშვილი სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე, პარალელურად ლევან ჭოღოშვილის სახელოსნოში ეუფლებოდა ფერწერას. 1989 წელს კი დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი. მხატვარი 1990-იანი წლებიდან მუშაობს კინოსა და ვიდეოარტის მიმართულებით, აფორმებს თანამედროვე ქართველი მწერლების წიგნებს. ვიდეოარტისა და ინსტალაციების გარდა, ამზადებს კერძო სახლების ინტერიერებისათვის ვიტრაჟულ ესკიზებს, ასევე ქმნის საოფისე შენობებისთვის ლითონის ფასადის დიზაინს. ხელოვანი ძირითადად მუშაობს ზეთის საღებავებით ტილოზე, ბრინჯის ხელნაკეთ ქაღალდსა და მუყაოზე. 2000 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. სხვადასხვა წელს მონაწილეობდა პეკინის ბიენალეში, თბილისისა და ერევნის ხელოვნების ბაზრობებში. მისი ნამუშევრები მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციების ნაწილია.

თამუნა მელიქიშვილი
დაბადების თარიღი1965Share

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.