დაიბადა მოქანდაკის ოჯახში. სახლში, რომელიც იმავდროულად სახელოსნოც იყო და ის გარემო, სადაც მუდმივი შემოქმედებითი პროცესი მიმდინარეობდა. შესაძლოა სწორედ ამიტომ, მის ნამუშევრებში იგრძნობა ინტერესი ფორმების პლასტიკური გადმოცემისა და ფერის, ჰაერისა და მათ გარშემო არსებული სივრცის ასახვისადმი. 1992 წელს თამარ მელიქიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, დაზგური ფერწერის ფაკულტეტი. 1990 წლიდან გარდა დაზგური ფერწერისა მუშაობს წიგნის ილუსტრაციებზეც. ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. 2003 წლიდან არის ფესტივალ „არტ-გენის“ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოფენების კურატორი. მხატვრის გამოფენები ეწყობა, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ. თამარ მელიქიშვილი 2009 წლიდან დღემდე ყოველწლიურად მონაწილეობს საერთაშორისო სიმპოზიუმებში გერმანია, ყაზახეთი. მხატვრის ნამუშევრები ინახება საქართველოში, გერმნიაში, საფრანგეთში იტალიაში, ინგლისში.
სხვა ავტორები
გიორგი გუგუშვილმა 1986 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი. 1985-1986 წლებში იყო ფოთის სახელმწიფო თეატრის მთავარი მხატვარი. გაფორმებული აქვს სპექტაკლები: „კოლხეთის დაბლობი“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „თეთრი ბაირაღები“. 1991-1993 წლებში სატელევიზიო გადაცემების დამდგმელი მხატვარი იყო, 2007-2012 წლებში კი – თბილისის სამხატვრო აკადემიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის, პროექტებისა…
გია მიმინოშვილი, ხელოვანი, კერამიკოსი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (1983); მიიღო თბილისის ტექნიკური ინსტიტუტის კინო-ფოტო ფაკულტეტის „ავტორ-ოპერატორის“ დიპლომი (1987); „ვარძია არტ ჯგუფი“ დამაარსებელი (1989); 1993 წლიდან დღემდე ცხოვრებს და მუშაობს კიევში, როგორც ინტერიერის კერამიკული გამფორმებელი, ფუნქციური სივრცითი ობიექტების დიზაინერი და თავისუფალი ხელოვანი, რომელიც მონაწილეობს სოლო…
იოსებ შარლემანი იყო რუსი კლასიკოსი მხატვარი, ფერმწერი, სცენოგრაფი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი. მამამისი – ადოლფ შარლემანი ცნობილი მხატვარი იყო. იოსები სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში რუბოსთან. თანამშრომლობდა ჟურნალებთან: „მირ ისკუსტვა“ (“Мир искусства”), „აპოლონი“ (“Аполлон”), „ლუკომორე“ (“Лукоморье”), „სატირიკონი“ (“Сатирикон”). შეასრულა ლევ ტოლსტოის „ომი და მშვიდობას“ ილუსტრაციები.…