დავით მელიქიშვილმა 1979 წელს დაამთავრა ი.ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო პედაგოგიური სასწავლებელი. 1979-84 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 1989 წლიდან თანამშრომლობდა ჟურნალთან “ანო და ვანო”. გაფორმებული აქვს გარეკანი წიგნისათვის მარინა მამულაშვილის პროზა. მუშაობს ფერწერასა და გრაფიკაში, კერამიკასა და ასევე ფოტოსკულპტურაში. ხატავს ძირითადად პორტრეტებს, ასევე კომპოზიციებსა და პეიზაჟებს. დავით მელიქიშვილისთვის ინტერესისა და ძიების საგანია „ადამიანის წინააღმდეგობრივი ბუნება,რთული ლაბირინთებით და ღრმა “უფსკრულით”, რომელიც ხანდხან თავბრუსხვევასაც კი იწვევს.“ 1981 წლიდან სისტემეტიურად მონაწილეობს საშემოდგომო და საგაზაფხულო გამოფენებში “მხატვრის სახლი” (17-ზე მეტი გამოფენა), ჰქონდა არაერთი პერსონალური გამოფენა: თბილისის ისტორიის მუზეუმი “ქარვასლა”, გალერეა “ტაციტა”, გალერეა “ნუცუბიძე”, კავკასიის სახლი”,”ძველი გალერეა”(2002), გალერეა “შარდენი” (2010), “ლიტერატურის მუზეუმი” (2016) და სხვ. 1996 წელს მხატვრის გამოფენა გაიმართა პარიზში “L’Association Couleur Musique Mouvement” საგამოფენო დარბაზში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს, გერმანიის და საფრანგეთის კერძო კოლექციებში.
სხვა ავტორები
1979 წელს დაამთავრა ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი. სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ (1986), მუშაობდა სატირისა და იუმორის სახელმწიფო თეატრში მთავარ მხატვრად. შემდგომ მუშაობდა სულხან-საბა ორბელიანის სახ. პედაგოგიურ ინსტიტუტში პედაგოგად. იგი სისტემატიურად მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის გამოფენებსა და სიმპოზიუმებში. გაფორმებული აქვს სპექტაკლები. 2007 წელს…
იოსებ შარლემანი იყო რუსი კლასიკოსი მხატვარი, ფერმწერი, სცენოგრაფი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი. მამამისი – ადოლფ შარლემანი ცნობილი მხატვარი იყო. იოსები სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში რუბოსთან. თანამშრომლობდა ჟურნალებთან: „მირ ისკუსტვა“ (“Мир искусства”), „აპოლონი“ (“Аполлон”), „ლუკომორე“ (“Лукоморье”), „სატირიკონი“ (“Сатирикон”). შეასრულა ლევ ტოლსტოის „ომი და მშვიდობას“ ილუსტრაციები.…
მოქანდაკე, გრაფიკოსი, თბილისისა და მცხეთის საპატიო მოქალაქის წოდების მფლობელი, ღირსების ორდენის კავალერი (1999). გია ჯაფარიძემ თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი 1968 წელს დაამთავრა; 1972 წელს კი ამავე ინსტიტუტის ასპირანტურაში დაასრულა სწავლა. 1970 წლიდან მონაწილეობს საქართველოსა და საზღვარგარეთ გამართულ სხვადასხვა გამოფენებში: ქართული დაზგური ქანდაკება (თბილისი, 1991);…