ქეთევან მატაბელმა 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. ის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების, კოლაჟებისა და ასამბლაჟების ავტორია. მხატვრის
მიერ შექმნილი ფოლიანტები, სხვადასხვა მასალით დატვირთული კოლაჟები, წიგნის ილუსტრაციები ხელოვანის ნდივიდუალური ხელწერითაა აღბეჭდილი. ქეთევან მატაბელის ცნობილი ფერწერული სერია „ძველი თბილისი“ 1984 წელს შეიქმნა. მხატვრის შემოქმედებაში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ილუსტრაციები
„ვეფხისტყაოსნისათვის“, რომელზეც მუშაობა მან 2009 წელს დაიწყო. 2014 წელს კი მხატვრის მიერ დასურათებული „ვეფხისტყაოსანი“ ებრაულ ენაზეც გამოიცა. ქეთევან მატაბელმა თავის სტუდენტებთან ერთად საქართველოში პირველად მოაწყო გამოფენა ბრაილის ანბანის გამოყენებით, სადაც ობიექტებზე შეხებით ხდება სამყაროს აღქმა და შეგრძნება მხედველობა დაქვეითებულთა ან სრულიად უსინათლო ადამიანებისთვის.
სხვა ავტორები
ზურაბ გაბუნიას შემოქმედება XX საუკუნის 70-იანი წლების მხატვართა ჯგუფს მიეკუთვნება. მის შემოქმედებაში ძირითად, და შეიძლება ითქვას, განმსაზღვრელ ჟანრს პეიზაჟი წარმოადგენს, ხოლო ტექნიკას ზეთის საღებავები. ასევე, სამუშაოდ იყენებს აკრილს, პასტელს, ნახშირს. ზურაბ გაბუნიას შემოქმედებაში პეიზაჟი მრავალფეროვნებით ხასიათდება, იგი ფართოდ მოიცავს საქართველოს ბუნებას, ისტორიას, დღევანდელობას (მაგ. „საღამო მთაში“, „ზამთარი…
თემურ თათანაშვილი დაიბადა კასპის რაიონში. 1975 წელს დაამთავრა თბილისის ი.ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი. მხატვარი 1979 წლიდან სისტემატურად მონაწილეობს საგაზაფხულო, საშემოდგომო, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში. თემურ თათანაშვილის ფერწერული ტილოები განზოგადებული ფერწერის ენით მეტყველებს. რელიგიური თუ ყოფითი ცხოვრების ამსახველ სცენებში გამომსახველობა ფერადოვანი ლაქებისა თუ სიმბოლურ გამოსახულებებად გარდაქმნილი…
ალექსანდრე ბანძელაძე დაიბადა ციმბირში, ქ. ტულუნში, სადაც მისი ოჯახი მამის გადასახლების გამო ცხოვრობდა. 1942–1947 სწავლობდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში. 1947 წელს – თბილისის სამხატვრო აკადემიაში, საიდანაც ორი წლის შემდეგ გარიცხეს პოლიტიკური „არასანდოობის“ გამო (დიპლომი მიენიჭა 1962 წელს). ალექსანდრე ბანძელაძე მაძიებელი შემოქმედი იყო. იგი ერთნაირი გატაცებით მუშაობდა…