მოქანდაკე რამაზ მანჯგალაძე თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია – იყო ირაკლი ოქროპირიძისა და კოტე მერაბიშვილის სტუდენტი. აკადემიის დასრულებისთანავე მონაწილეობდა ყველა რესპუბლიკურ, საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენაში.
1977 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს ეროვნულ გალერეაში, სადაც ჩაიბარა გალერეის ქანდაკების ფონდი. 1990-იანი წლების არეულობის დროს, განადგურებას გადაარჩინა ფონდის მრავალი ნამუშევარი. მოქანდაკე დღესაც მუზეუმის თანამშრომელია – მუშაობას აგრძელებს ფონდის რესტავრატორად.
მისი ესკიზით შესრულდა შეინმოუსვლელთა მემორიალი (ერთადერთი შეკვეთა მსხვილ ფორმაზე) – ორი ქანდაკებისგან შემდგარი ხუთი მეტრის სიმაღლის ბეტონის კომპოზიცია, რომელიც უნდა დადგმულიყო ახალქალაქის რაიონის სოფელ ბოგდანოვკაში. მისი ნამუშევარი „მეხანძრეები“ მოსკოვის მეხანძრეთა მუზეუმშია დაცული. სამი ნამუშევარი: „შემოქმედნი“, „შვილის პორტრეტი“ და „სპორტსმენი“ ტრეტიაკოვის მუზეუმის საკუთრებაა. კომპოზიცია „სპორტსმენი“ მოქანდაკემ მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადისთვის შექმნა.
რამაზ მანჯგალაძე ძირითადად კომპოზიციებსა და ცხენოსან ფიგურებს ქმნის და დღესაც აგრძელებს გამოფენებში მონაწილეობას.