ნოდარ მალაზონიას (დ.1929) შემოქმედება მოიცავს ფერწერისა და გრაფიკის დარგებს (წიგნის გაფორმება, პლაკატი, კარიკატურა, ილუსტრაცია), გრაფიკულ დიზაინსა და კომპიუტერულ გრაფიკას. მან მამია მალაზონიასთან ერთად შექმნა ქართული ბონისტიკისა (კუპონი, ლარი, ქართული თეთრი) და საბუთების (პასპორტი, მართვისა და პირადობის მოწმობა, ვაუჩერი) დიზაინი. გამორჩეულია ნოდარ მალაზონიას როლი ქართული პლაკატის განვითარებაში. 1950-იანი წლების დასასრულ ქართული სარეკლამო აფიშის ისტორიაში
რადიკალური ცვლილებები მოხდა. ისინი კი განაპირობა 1958 წელს მოსკოვში ჩატარებულმა ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადისათვის შექმნილმა მაღალმხატვრულმა აფიშებმა. ამ ცვლილებების ერთ-ერთი ავტორი ნოდარ მალაზონიაც გახლდათ. მან თავისი სიტყვა თქვა 1970/80-იანი წლების ქართული პლაკატის ისტორიაშიც. შექმნა სხვადასხვა თემატიკის მრავალრიცხოვანი პლაკატები, განკუთვნილი ქართული ხელოვნების საერთაშორისო სიმპოზიუმებისა თუ უცხოეთში ქართული ხელოვნების ნიმუშების ექსპოზიციებისათვის. მასვე ეკუთვნის ბორჯომის წყლის სარეკლამო პლაკატი და მრავალი სხვ. ნიშანდობლივია, რომ იგი სარეკლამო ხელოვნებაში, მხატვრული ხერხების გარდა, ფოტოტექნიკასაც იყენებდა. თავისი შემოქმედებითი ძალა მან ქართულ კარიკატურაშიც მოსინჯა – 1958 წლიდან იყო ჟურნალ „ნიანგის“ მთავარი მხატვარი. 1956 წლიდან მონაწილეობდა ჯგუფურსა და პერსონალურ გამოფენებში. 1985 წლის გაზაფხულზე მისი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა ქ. ვილნიუსში. მხატვარი მრავალგზის (1957, 1960, 1961, 1964, 1966, 1972, 1974, 1978) დააჯილდოეს. არის საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1965), საქართველოს სახალხო მხატვარი (1983), მხატვართა კავშირის წევრი (1956), სარეკლამო-საგამომცემლო ფირმა „ბენეფისის“ გენერალური დირექტორი.
სხვა ავტორები
თემურ იაკობაშვილი (Aharon Yakobson) ფერწერას ჯერ შალვა მატუაშვილის სახელოსნოში, შემდეგ კი ჯიბსონ ხუნდაძესთან ეუფლებოდა. 1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1985 წლიდან იყო თბილისში ჩამოყალიბებულ ახალგაზრდა ქართველ მხატვართა ჯგუფ „X სართულის“ წევრი და ერთ- ერთი სულისჩამდგმელი. აქტიურად მონაწილეობდა გამოფენებში საქართველოში, გერმანიაში, შვეიცარიასა და იტალიაში.…
მამია ახობაძე XX საუკუნის 60-იანელ მხატვართა თაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია, აქტიური ფიგურა როგორც სამხატვრო, ისე სახელოვნებათმცოდნეო სფეროში. იგი ბავშვობიდანვე ემზადებოდა ხელოვნების სამსახურში ჩასადგომად. ამისთვის, თავდაპირველად, ხატვა სამტრედიის რ-ნის სოფ. მელაურის სკოლის ხატვის წრეში შეისწავლა. მოგვიანებით (1954 წ.) კი წარჩინებით დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი,…
თეიმურაზ ყუბანეიშვილი დაიბადა თბილისში. 1946-1953 წელებში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ხოლო, 1954-1956 ლენინგრადის სამხატვრო აკადემია, სსრკ /ასპირანტურა/. 1957 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1973-1990წწ. დაზგური გრაფიკის კათედრის ხელმძღვანელი; ცნობილია ძირითადად როგორც წიგნის ილუსტრატორი : ილია ჭავჭავაძის “ოთარაანთ ქვრივი” (ავტოლიტოგრაფია, 1957), ვაჟა-ფშაველას სამი პოემა “გველის მჭამელი”,…