Skip to content Skip to footer

ლორია გია

გია ლორია სწავლობდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, 1981-1987 წლებში კი – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 1980-იანი წლებიდან იყო ჯგუფ „არქივარიუსის“ წევრი, ამავე თაობის ხელოვანებთან ერთად მუშაობდა სამხატვრო აკადემიაში ე. წ. „X სართულისა“ და მარჯანიშვილის თეატრის სახელოსნოებში. მონაწილეობდა მხატვრების მიერ თავიანთ სახლებსა და სახელოსნოებში მოწყობილ ე.წ. სახლის გამოფენებში. 1980-1990 წლებში გია ლორია მონაწილეობდა თბილისის მხატვრის სახლში, „ქარვასლაში“, გალერეა TMS-სა და „მერანში“ გამართულ გამოფენებში. 1987-1988 წლებში მონაწილეობა მიიღო ლენინგრადში, რუსულ მუზეუმში გამართულ ქართული ავანგარდის გამოფენაში. 1990-იანი წლებიდან მას გერმანიისა და საფრანგეთის არაფორმალურ საგამოფენო სივრცეებში ჰქონდა პერსონალური გამოფენების სერია. მხატვარს ჰქონდა რამდენიმე სხვა პერსონალური გამოფენაც, მათ შორის: 1996 წელს გამოფენა სახელწოდებით – „ის, რაც ჩვენ გვახსოვს“ თანამედროვე ხელოვნების ცენტრში; 2002 -2003 წლებში – გამოფენები „ძველ გალერეასა– და გალერეა „უნივერსში“; 2010 წელს – სამხატვრო აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში სახელწოდებით – „რაც გვესიზმრება, როცა არ გვძინავს“. 2012 წელს ლორიას ნამუშევრები წარმოდგენილი იყო დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეაში გამოფენაზე – „1980-1990-იანი წლების ქართული ხელოვნება”. მისი ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა კერძო კოლექციაში: აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში, რუსეთში, შვეიცარიასა და საქართველოში.

გია ლორია
Date of Birth1960Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.