Skip to content Skip to footer

ლაფერაძე ლუიზა

ლუიზა ლაფერაძე 2000-იანი წლების მხატვართა თაობის წარმომადგენელია. დაიბადა მეშახტეთა ქალაქ ტყიბულში, ტყიბულშივე რვა კლასის დასრულების შემდეგ თბილისში გააგრძელა ცხოვრება, სწავლა და საქმიანობა. იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი. მონაწილეობდა გამოფენებში საქართველოსა და უცხოეთში. არის არაერთი პროექტის ორგანიზატორი და  მონაწილე. შემოქმედებით რეზიდენციებში იმყოფებოდა გერმანიასა და ჰოლანდიაში. ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ტყიბულში. მის გამორჩეულ, ინდივიდუალურ მხატვრულ სტილს ახასიათებს დინამიკური ფერები, ასიმეტრიული ფიგურები, რომლებიც ქაოსის განცდას არ ტოვებს. მის შემოქმედებაში იგრძნობა არაჩვეულებრივი სიზუსტე და დისციპლინა. თვითდამკვიდრება ხელოვანმა ქალმა სწორედ გამორჩეული სტილით მოახერხა.

ლუიზა ლაფერაძე
დაბადების თარიღი1972Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.