Skip to content Skip to footer

ლაპიაშვილი ფარნა

ფარნაოზ (ფარნა) ლაპიაშვილი XX საუკუნის ქართული სცენოგრაფიისა და კინომხატვრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია, რომელსაც გაფორმებული აქვს ასზე მეტი სპექტაკლი და შექმნილი აქვს მხატვრობა ისეთი ცნობილი ფილმებისთვის, როგორებიცაა  ვახტანგ ტაბლიაშვილის „ქეთო და კოტე“ (იოსებ სუმბათაშვილთან ერთად, 1948 წელს), სერგო ჭელიძის „ცისკარა“ (იოსებ სუმბათაშვილთან ერთად, 1955 წელს), მიხეილ ჭიაურელის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ (სერაპიონ ვაწაძესთან ერთად, 1965 წელს)  და რეზო ჩხეიძის „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ (1989).

ფარნა ლაპიაშვილმა 1941 წელს დაასრულა სწავლა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1943-1945 წლებში, იოსებ სუმბათაშვილთან ერთად, აფორმებდა სპექტაკლებს  მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, 1946-1960 წლებში კი რუსთაველის თეატრის დამდგმელი მხატვარი იყო.

მის გაფორმებულ სპექტაკლებს შორის აღსანიშნავია  ლევან გოთუას „დავით აღმაშენებელი“, სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“ (1956), შექსპირის „ჰამლეტი“ (1960), გუგა ნახუცრიშვილის „ფიროსმანი“ (1962), დავით გაჩეჩილაძის „ბახტრიონი“ (1962) და ბერტოლტ ბრეხტის „სამგროშიანი ოპერა“.

ლაპიაშვილს გაფორმებული აქვს მთელი რიგი საოპერო და საბალეტო სპექტაკლები: ოთარ თაქთაქიშვილის ოპერა „მინდია“(1962), დავით თორაძის ბალეტები „გორდა“ (1950) და „მშვიდობისთვის“ (1952) და  ჯუზეპე ვერდის ოპერა „ოტელო“ (1980).

აღნიშვნის ღირისა მისი როგორც პროფესორის პედაგოგიური მოღვაწეობა, რომელსაც იგი ეწეოდა 1960 წლიდან თბილისის სამხატვრო აკადემიის თეატრალური ფერწერის სახელოსნოში. დღეს ეს სახლოსნო მის სახელს ატარებს.

ფარნა ლაპიაშვილი
დაბადების წელი1917გარდაცვალების წელი1994Share

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.