Skip to content Skip to footer
მალხაზ კუხაშვილი
დაბადების თარიღი1942Share

კუხაშვილი მალხაზ

მალხაზ კუხაშვილის, საქართველოს დამსახურებული მხატვრის, შემოქმედებითი ცხოვრება 1960-იანი წლების დასასრულიდან იწყება. იგი ძირითადად მუშაობს გრაფიკის დარგში, არის რამდენიმე ათეული
მხატვრული, მუსიკალური, დოკუმენტური ფილმისა და რუსთაველის თეატრის სპექტაკლების მხატვარი. შესრულებული აქვს რამდენიმე პლაკატი და აფიშაც. 1968 წლიდან მალხაზ კუხაშვილი მუშაობას იწყებს საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში. 1982-1993 წლებში კი ტელევიზიის მთავარი მხატვრის პოზიცია უკავია. პარალელურად ასწავლის თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტზე. 1968 წლიდან დღემდე აქტიურად მონაწილეობს საქართველოსა და უცხოეთში მოწყობილ გამოფენებში. არის საქართველოს მხატვართა კავშირისა და კინომატოგრაფისტთა კავშირის წევრი. მალხაზ კუხაშვილი არის რამდენიმე ასეული დაზგური ნამუშევრის ავტორი, გაფორმებული აქვს როგორც საბავშვო, ასევე სხვადასხვა შინაარსისა და ჟანრის წიგნები-რომანები, ლექსები, დეტექტიური, ისტორიული, სამეცნიერო ნაწარმოებები. მხატვრული შრიფტითა და დეკორატიული ელემენტების ჰარმონიული შერწყმით იგი ქმნის წიგნის სრულყოფილ მაკეტებს, ილუსტრაციებით ასურათხატებს მრავალ ნაწარმოებს, ასრულებს ექსლიბრისებსაც. აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ „ჩვენს მწერლობასთან“. მალხაზ კუხაშვილს განსაკუთრებული წვლილი საბავშვო საჟურნალო მხატვრობაში აქვს შეტანილი. 1968 წლიდან აქტიურად მონაწილეობს ჟურნალ „დილის“ მხატვრულად გაფორმებაში.

Leave a comment

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.