თამარ კარბელაშვილის შემოქმედების ძირითადი სფერო დაზგური გრაფიკა, წიგნის გაფორმება და ილუსტრაციაა, თუმცა ქმნის ფერწერულ ტილოებსაც. 1962-66 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტზე. აკადემიის დამთავრებისთანავე გამომცემლობა „განათლებაში“ იწყებს მუშაობას, მოგვიანებით კი აქტიურად თანამშრომლობს სხვა გამომცემლობებთანაც და ნაყოფიერად ემსახურება წიგნის გამოცემის საქმეს. მხატვარი გამორჩეული, მეტყველი გრაფიკული ენით შესრულებული სადიპლომო ნამუშევრით იმთავითვე იქცევს პედაგოგებისა და ხელოვნებით დაინტერესებული საზოგადოების ყურადღებას. ფერადი ლინოგრავიურის ტექნიკით შესრულებული სულხან-საბას ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისას“ ილუსტრაციები მაღალმხატვრული და დახვეწილი ფერადოვნებითაა გამორჩეული. მოგვიანებით მხატვარი თავისი შემოქმედების ძირითად სფეროდ მაინც წიგნის გრაფიკას ირჩევს. გაფორმებული აქვს მრავალსახოვანი ლიტერატურა. 1960-80 წლებში აფორმებს სასკოლო სახელმძღვანელოებსაც. გარდა ლინოგრავიურისა, მხატვარი დაზგური ნამუშევრების შესრულებისას აქტიურად იყენებს სანგინას, პასტელს, გუაშს, ტემპერას. თავშეკავებული ჟღერადობითა და დახვეწილი ფერადოვნებით გამოსახავს სვანეთის, თიანეთის პეიზაჟებსა თუ თბილისის ხედებს. მონაწილეობს საქართველოში გამართულ ჯგუფურსა (1965, 1963, 1966, 1971, 1990, 1991) და პერსონალურ (1980 ) გამოფენებში.
სხვა ავტორები
ნანა ჭურღულია (დ.1950) მუშაობს დაზგურ ფერწერასა და გრაფიკაში, გაფორმებული აქვს ხუთ ათეულზე მეტი წიგნი, ქმნის ექსლიბრისებს, დაინტერესებულია კერამიკითა და ლითონის მხატვრული დამუშავებით, მუშაობდა მხატვარ-დიზაინერად ესთეტიკის ინსტიტუტში (1974-76), იყო ჟურნალ „დილის“ დიზაინერ-ილუსტრატორი (1981 წლიდან), თანამშრომლობდა გამომცემლობებთან: „მერანი“, „საქართველო“, „განათლება“, „ნაკადული“, „მეცნიერება“. დაწყებითი სამხატვრო განათლება მიიღო სოხუმის სამხატვრო სკოლაში,…
უშანგი ხუმარაშვილი 1967-1973 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თელავის დრამატულ თეატრში. 1970-იანი წლებიდან მონაწილეობს გამოფენებში. მისი პირველი პერსონალური გამოფენა 1994 წელს სურათების ეროვნულ გალერეაში შედგა. პერსონალური გამოფენების გარდა, იგი მონაწილეა მრავალი ჯგუფური გამოფენისა და საერთაშორისო ბიენალესი. მათ…
მიხეილ ხვიტია დაიბადა 1924 წელს ზუგდიდში. 1948 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი პროფესორ ალექსანდრე ციმაკურიძის კლასი. იყო რეპინის სახელობის სტიპენდიანტი. 1948–51 წლებში სწავლა განაგრძო თბილისის სამხატვრო აკადემიის ასპირანტურაში პროფესორ უჩა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. ძირითადად მუშაობდა პეიზაჟის ჟანრში, თუმცა შექმნილი აქვს შესანიშნავი ნატურმორტები, პორტრეტები, შიშველი…