გურამ (ხიტა) ქუთათელაძე დაიბადა ქართველი მხატვრის და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორის (1959–1972) აპოლონ ქუთათელაძის (აპოლონ ქუთათელაძე) ოჯახში. 1940 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა განაგრძო მოსკოვის ვ. სურიკოვის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტში ფერწერის ფაკულტეტზე. 1942–1946 წლებში სწავლას აგრძელებს თბილისის სამხატვრო აკადემიაში, პედაგოგი დავით…