რენო თურქია დაიბადა 1926 წელს ქალაქ სოხუმში.1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, სადაც 1959 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1940 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებში. რენო თურქია ძირითადად ფერწერის მედიუმში მუშაობდა, მის პორტრეტებსა და პეიზაჟებში საცნობია მხატვრის დახვეწილი ხელწერა და სახასიათო კოლორიტი. რენო თურქიას ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა მუზეუმსა (თბილისის სამხატვრო აკადემიის მუზეუმი,საქართველო; ეროვნული გალერეა, თბილისი, საქართველო; თბილისის ჭადრაკის სასახლე, საქართველო; თელავის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, საქართველო; სიღნაღის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, საქართველო; ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმი, საქართველო, მოსკოვის სამხატვრო ფონდი, რუსეთი) და კერძო კოლექციებში.
სხვა ავტორები
ბექა საყვარელიძე ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ფერწერის მიმართულება (2010-2016, ბაკალავრი, მაგისტრატურა). ამჟამად, ის არის მოწვეული პედაგოგი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში; დრეზდენის საერთაშორისო გამოფენა „კულტურა.სინქრონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი; არტ ჯგუფი „ფერადი კაბრიოლეტის“ წევრი. 2018, 2020 და 2022 წლებში მან…
გიორგი მირზაშვილი მხატვრთა 80/90-იანელთა თაობის წარმომადგენელია. მან 1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. „ფერწერულ ნამუშევარზე მუშაობისას ჩემი პირველადი მიზანია, მივაღწიო კომპოზიციისა და ფერის ერთიანობას, ვცდილობ, ჩემი სურათი გავხადო ფერში ინტენსიური და ექსპრესიული ნახატში… მე მჯერა, რომ ფერწერაში მთავარი მოძრაობაა, დინამიკა, რომელიც ტრანსფორმირდება სტატიკაში… ჩემთვის…
რადიშ თორდია — ქართველი ფერმწერი, საქართველოს დამსახურებული და სახალხო მხატვარი, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, დოცენტი და პედაგოგი. მიეკუთვნება XX საუკუნის სამოციანელთა პლეადას. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საკავშირო თუ საზღვარგარეთულ გამოფენაში. 1953-1957 წლებში სწავლობდა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმში, რომლის დასრულების შემდეგ იმავე წელს ჩაირიცხა…