მოსე თოიძე – ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, სსრკ სახალხო მხატვარი , სსრკ სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსი , ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სწავლობდა პეტერბურგში, ჯერ დიმიტრიევ-კავკაზკის სამხატვრო სკოლაში ფ.მალიავინთან, შემდეგ სამხატვრო აკადემიასთან არსებულ სასწავლებელში ი. რეპინის სახელოსნოში. მისი სადიპლომო ნაშრომი მცხეთობა ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
1903-1904 წლებში მონაწილეობდა პერედვიჟნიკების 31-ე საგაზაფხულო გამოფენასა და კავკასიის მხატვართა საზოგადოების გამოფენაში. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ გამოცემებთან (კვალი, ჯეჯილი, ნაკადული, ფასკუნჯი, ცნობის ფურცელი და სხვა).
აღსაღნიშნია მხატვრის პედაგოგიური მოღვაწეობა. მოსე თოიძე ერთ-ერთი იყო, ვინც საფუძველი ჩაუყარა საქართველოში პროფესიულ სამხატვრო განათლებას. 1922 წელს მან თბილისში დააარსა სახალხო სამხატვრო სტუდია, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა 1930 წლამდე. ეს სამხატვრო სტუდია გაიარეს მომავალში ისეთმა მხატვრებმა როგორიც იყვნენ: უჩა ჯაფარიძე, სიმონ ვირსალაძე, ქ. მაღალაშვლილი, კ. მერაბიშვილი, დ. კაკაბაძე, კ. სანაძე და სხვა. 1930 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ის თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი იყო.
მოსე თოიძე შემოქმედებას იწყებს, როგორც რეპინის სკოლის მიმდევარი. მისი ფერწერა ასახავს რუსული და თანადროული ევროპული ფერწერის ტენდენციებს, რომლებიც შემოქმედებითად ტრნსფორმირდება მხატვრის მრავაჟანრობრივ ნამუშევრებში.
სხვა ავტორები
ზაურ დეისაძე მრავალმხრივი შემოქმედია – მუშაობს ფერწერისა და დაზგური გრაფიკის დარგებში; წიგნებისთვის ქმნის ილუსტრაციებს; თანამშრომლობდა საბავშვო ჟურნალ „დილასთან“; დაკავებული იყო სატელევიზიო მხატვრობით, ლითონმქანდაკებლობითა და დიზაინით. თავდაპირველი პროფესიული განათლება ზაურ დეისაძემ ქუთაისის გიორგი მაისურაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში მიიღო, რომელიც 1959 წელსდაამთავრა. 1961-67 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო…
ირაკლი ფარჯიანი სვანეთში დაიბადა. მან 1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. ირაკლი ფარჯიანის მხატვრული ესთეტიკა და ხელწერა ხელოვნებაში ინდივიდუალობისა და ტრადიციის ურთიერთმიმართების უაღრესად საინტერესო ნიმუშია. მისი შემოქმედების მთავარი თემა სახარებაა. თემატური და ჟანრობრივი მრავალფეროვნების მიუხედავად, ირაკლი ფარჯიანის ყოველი სურათი მხატვრული სამყაროს ერთი დიდი ხატია.…
დიმიტრი ნალბანდიანი – მხატვარი, პორტრეტისტი, ანიმატორი, სსრკ-ის სახალხო არტისტი (1969), სოციალისტური შრომის გმირი (1976), ლენინისა (1982) და სტალინის ორი (1946, 1951) პრემიის ლაურეატი, ჯავაჰარლალ ნეჰრუს ჯილდოს მფლობელი (1970). წარმოშობით სომეხი მხატვარი დიმიტრი ნალბანდიანი დაიბადა თბილისში. 1924 წელს ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც სწავლობდა ე. ლანსერესა…