Skip to content Skip to footer

თოთიბაძე გოგი

1947-1953 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, 1954-1956 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ასპირანტია.. მუშაობდა თბილისის კინოსტუდიაში მულტფილმების მთავარ მხატვრად., სამხატვრო აკადემიაში ხატვის პედაგოგი იყო, ხოლო 1955-1958 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში ფერწერის კათედრაზე . 1985 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო მხატვრის წოდება. 1996 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გახდა. 10 წელი გიორგი თოთიბაძე ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა ქართველ მხატვართა სამჭედლოს – სამხატვრო აკადემიას და მრავალ შემოქმედებით სახელოსნოს. ფართოდ არის ცნობილი გიორგი თოთიბაძის მაღალი ოსტატობით შექმნილი მრავალფიგურიანი თემატიკური კომპოზიციები, გამოჩენილ პიროვნებათა პორტრეტები, პეიზაჟები. გოგი თოთიბაძე დიდ ინტერესს იჩენდა ადამიანის შინაგანი და სულიერი სამყაროსადმი, ყოველთვის ცდილობდა მხატვრობის საშუალებით განესახიერებინა ცხოვრების მრავალფეროვნება. მისი კლასიკური ჟანრის ფერწერული ტილოები პოეზიაცაა და მუსიკაც – ჟღერადი, ესთეტიკური და ემოციური, ზეთის საღებავებით ნაძერწი საოცრად პლასტიკური ფორმებით. მისი ნამუშევრები დაცულია თბილისის ეროვნული გალერეაში, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, ტრეტიაკოვის სახ. მუზეუმში და საქართველო-რუსეთის კერძო კოლექციებში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

 

გოგი თოთიბაძე
დაბადების/ გარდაცვალების თარიღი1928-2009Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.