Skip to content Skip to footer

თევდორაძე ლადო

ლადო თევდორაძე დაიბადა 1957 წელს. იგი 1974-1977 წლებში სწავლობდა მოსე თოიძის სახელობის ხელოვნების სკოლაში, ხოლო 1979-1985 წლებში – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. ლადო თევდორაძის ნამუშევრებში გადმოცემულია საქართველოს წარსულისა და აწმყოს ყოველდღიური ყოფის ამსახველი სცენები. პერსონაჟთა სახასიათო სტილიზება, მაჟორული ფერთა გამა ერთის მხრივ ნოსტალგიურ და ამავდროულად იუმორის განწყობას ქმნის. მისი ნამუშევრები არაერთ გამოფენაზე გამოიფინა, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ლადო თევდორაძის ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში: გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ინგლისი, პოლონეთი, ავსტრია, ამერიკა, ინდოეთი, ჰოლანდია, იტალია, თურქეთი, ფინეთი, იუგოსლავია, ესპანეთი, საქართველო. 1998-2005 ლადო თევდორაძემ დავით ხიდაშელთან ერთად მოხატა ნარიყალას ციხეზე მდებარე წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, მასთან ერთადვე მოხატა “ჯვარი პატიოსნის” ეკლესია ახმეტაში.

ლადო თევდორაძე
დაბადების თარიღი1957Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.