თემურ თათანაშვილი დაიბადა კასპის რაიონში. 1975 წელს დაამთავრა თბილისის ი.ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი. მხატვარი 1979 წლიდან სისტემატურად მონაწილეობს საგაზაფხულო, საშემოდგომო, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში. თემურ თათანაშვილის ფერწერული ტილოები განზოგადებული ფერწერის ენით მეტყველებს. რელიგიური თუ ყოფითი ცხოვრების ამსახველ სცენებში გამომსახველობა ფერადოვანი ლაქებისა თუ სიმბოლურ გამოსახულებებად გარდაქმნილი ფორმების ურთიერთმიმართებებსა და მათ ჰარმონიულ სინთეზზე იგება. 1989 წელს ფერწერის საკავშირო გამოფენაზე, მოსკოვში, მხატვარს მიენიჭა III პრემია საუკეთესო ნამუშევრისთვის. 1998 წელს მხატვარი დაჯილდოვდა საქართველოს მხატვართა კავშირის პრემიითა და მედლით წლის საუკეთესო ნამუშევრისთვის. თემურ თათანაშვილის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და მოსკოვის ტრეტიაკოვის სახელობის სურათების გალერეაში.
სხვა ავტორები
ქეთი დავლიანიძე დაიბადა თბილისში 1976 წელს. 1998 დაამთავრა სერგო ქობულაძის სახელოვნებო დაზგური გრაფიკის სტუდია, ხოლო 1996 თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, კინოსა და ტელევიზიის ფერწერის ფაკულტეტი. 1999 წელს იმავე სამხატვრო აკადემიაში – გრაფიკა, ხელოვნების ფაკულტეტი. ქეთი დავლიანიძის შემოქმედება მოიცავს ხელოვნების მრავალ დარგსა და მრავალფეროვან მასალას, მათ…
ვახტანგ მეგრელიშვილი, გრაფიკოსი, მხატვარი, დაამთავრა: მ.თოიძის სახელობის თბილისის სამხატვრო სკოლა (1975-1978.); თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი (1979-1985); სერგო ქობულაძის სახელობის გრაფიკული ხელოვნების სტუდია თბილისში (1987-1990.). 1991 წლიდან – დღემდე ვახტანგ მეგრელიშვილი არის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის მიმართულების პროფესორი. 1988 წლიდან მან მონაწილეობა…
იოსებ სუმბათაშვილი დაიბადა 1915 წლის 10 ოქტომბერს თბილისში. თავდაპირველად სამშენებლო ტექნიკუმში სწავლობდა, მაგრამ შემდეგ ხატვის ნიჭმა გადასძალა და თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. 1941 წელს აკადემია დაამთავრა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, მთავარი მხატვარის თანამდებობაზე მიიწვიეს(1942-1947). მხატვრის მიერ ამ წლებში გაფორმებული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია…