1977 წელს მალხაზ თავაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია კინო-ტელემხატვრის სპეციალობით (პედაგოგები: სერგო ქობულაძე, უჩა ჯაფარიძე, დიმიტრი თაყაიშვილი, გოგი თოთიბაძე). 1980-1983 წლებში სწავლა განაგრძო სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის შემოქმედებით სახელოსნოში.
მხატვრის ძირითადი ნამუშევრებია: საგალობლები (1980), ძველი თბილისი (1981), ოფორტებისა და მონოტიპიების სერიები, ლითოგრაფიები…
მისი მრავალდარგობრივი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ გალერეაში. საქართველოს, აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის, ჰოლანდიისა და რუსეთის კერძო კოლექციებში.