Skip to content Skip to footer

ელისტრატოვა-ასათიანი ირინა

კერამიკოსი და ტანსაცმლის დიზაინერი, ირინა ელისტრატოვა-ასათიანი 1968-1973 წლებში  თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა კერამიკის სპეციალობით. სწავლის დასრულების შემდგომ, 1978-1981 წლებში  მუშაობდა სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის შემოქმედებით სახელოსნოში, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ   ვასილ შუხაევი, რომუალდ  ცუხიშვილი და  ამირ კაკაბაძე.

ირინა ელისტრატოვა-ასათიანის  შემოქმედებიდან აღსანიშნავია: დეკორატიული შავკრიალა კერემიკის ლარნაკები (1986); სერია ანტიკური კერამიკა (1998)… ტანსაცმლის დიზაინი: ქალის საზეიმო კაბების კოლექციები; 

ხელოვანის ნამუშევრები კერძო კოლექციების, საქართველოს ეროვნულ გალერეისა და უნგრეთის მხატვართა კავშირის საკუთრებაა.

 

ირინა ელისტრატოვა-ასათიანი
დაბადების წელი1951გარდაცვალების წელი2024Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.