Skip to content Skip to footer

დავითაშვილი ვატია

ვახტანგ (ვატია) დავითაშვილი ცხოვრობდა თელავში, სწავლობდა კიევის საავიაციო უნივერსიტეტში, დაუახლოვდა იმ დროს კიევში მცხოვრებ კინორეჟისორ სერგო ფარაჯანოვს. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი გატაცება მხატვრობით. მან ფარაჯანოვთან გაიცნო საბჭოთა არაოფიციალური ხელოვნების წარმომადგენლები და თბილისში დაბრუნების შემდეგ ავთო ვარაზის სახელოსნოში დაიწყო მუშაობა. ვატია დავითაშვილი მეამბოხედ, თავისუფალ ადამიანად შედგა. ერთი შეხედვით, მისი ნაივური, ჭრელი და გადატვირთული ნატურმორტები თუ პეიზაჟები დავითაშვილის გამორჩეულად პერსონალურ მხატვრულ სამყაროს ქმნის.

ვატია დავითაშვილი
დაბადების/ გარდაცვალების თარიღი1946–2000Share

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.